გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2936
სათაური: ჯორჯო სტრელერის ევროპული სათეატრო იდენტობა
ავტორები: მუქერია, თამარ 
ხელმძღვანელი: ბოკუჩავა, თამარ 
ვასაძე, მარინე 
რეცენზენტი: ხარატიშვილი, მარინა 
მამაცაშვილი, მარიკა 
ხარისხის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD)
სასწავლო პროგრამის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - თეატრმცოდნეობა „მსოფლიო თეატრი - ეპოქები, ეტაპები, ასპექტები“
დაწესებულება: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სტრელერის დადგმები
ეროვნული დრამატურგია
თეატრალური რეფორმები
იტალიური თეატრი
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ნაშრომი „ჯორჯო სტრელერის ევროპული სათეატრო იდენტობა“ წარმოადგენს იტალიელი რეჟისორის ჯორჯო სტრელერის შემოქმედების კვლევას და მოიცავს იტალიაში მიმდინარე სათეატრო პროცესების ანალიზს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის წლებიდან დამთავრებული გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. ამ პერიოდში იტალიაში დიდი თეატრალური რეფორმები განხორციელდა. გაჩნდა და ჩამოყალიბდა ახალი პროფესია - რეჟისურა. შეიცვალა მხატვრული ტენდენციები სპექტაკლის განხორციელების თვალსაზრისით. განვითარდა ახალი თეატრალური ფორმები. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის სათეატრო ხელოვნებაში ასახვა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. დასავლეთ ევროპის სხვა თეატრების მსგავსად იტალიური თეატრიც თანამედროვე საზოგადოების და მისი პრობლემების სარკედ იქცა. იდეურ-კონცეპტუალური მხარე სპექტაკლის მთავარ ძალას ნიშნავდა და სწორედ რეჟისორი გახლდათ ამ პროცესის წარმმართველი ფიგურა.
ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვედგინა ის ძირითადი შემოქმედებითი პროცესები, რომლებითაც იტალიური თეატრი ევროპული სათეატრო ხელოვნების პლატფორმას დაუბრუნდა და ღირსეული ადგილიც დაიკავა. ცხადია, ეს ცვლილებები ერთ დღეში არ დაწყებულა და მარტივადაც არ განვითარებულა. ჩვენი ამოცანაც სწორედ ამ პროცესების კვლევას და ანალიზს წარმოადგენდა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ნაშრომი მოიცავს იტალიის 50 წლიან პერიოდს დატვირთულს დიდი კატაკლიზმებითა და ურთულესი წლებით. შესაბამისად თეატრალური ცხოვრება მრავალფეროვანი და ხშირად ცვალებადი ტენდენციებით ხასიათდება. ეს გარკვეულწილად დადებითად შეიძლება შეფასდეს, იმიტომ რომ სავსე იყო მრავალნაირი ექსპერიმენტითა და შემოქმედებითი ძიებებით.
კვლევის დროს გამოიკვეთა იტალიური თეატრისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობანი და მიუხედავად გლობალური მსოფლმხედველობისა, მაინც თვითმყოფად თეატრალურ ხელოვნებად შეიძლება მივიჩნიოთ.
შემოქმედებითი პროცესების ევოლუციის საფუძველზე მნიშვნელოვნად განვითარდა თეატრის ტექნიკური ბაზა. განსაკუთრებით დასაწისში დიდ სირთულეს წარმოადგენდა ტექნიკური ინვენტარის შეძენა და შემდგომში მისი შენარჩუნება. ახალბედა ხელოვანები ფაქტობრივად ენთუზიაზმზე დარდნობით ცდილობდნენ მუშაობას.
პიკოლო თეატრის დაარსება ერთგვარი ბიძგი იყო, რათა მეტად გამოცოცხლებულიყო სათეატრო ცხოვრება იტალიაში და ეს ბიძგი მხატვრული ძიებების საფუძველიც კი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქალაქში არაერთ ხელოვანს გაუჩნდა სურვილი მსგავსი ტიპის თეატრის დაარსების. ეს ინიციატივა მთელს იტალიაში გავრცელდა. ცხადია, ზოგმა თეატრმა ვერ გაუძლო მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც ახლადშექმნილ დასებს შეიძლება შეექმნას და არაერთი მალევე დაიხურა, მაგრამ ტენდენცია, რომ გაჩნდეს მუნიციპალური თეატრი უკვე ხელოვნების ამ დარგის განვითარებას უწყობდა ხელს.
უმთავრესი მიზანი რაც თეატრს ჯორჯო სტრელერის მეთაურობით გაუჩნდა ეს იყო მაყურებელი და მისი ინტერესები. რეჟისორი მხოლოდ მაყურებლისთვის ქმნიდა სპექტაკლებს, საზოგადოების გამოსაფხიზლებლად და მასთან აქტუალურ პრობლემებზე სასაუბროდ დგამდა წარმოდგენებს. რეჟისორი პუბლიკას სულიერ საზრდოს აწვდიდა და განსაცდელსაც იზიარებდა, თუმცა არ ავიწყებდა პრობლემებს და ცდილობდა სცენიდან მათ გადაჭრაში მიეღო გარკვეული მონაწილეობა. რეჟისორმა ზუსტად იცოდა რა იყო პრიორიტეტული იტალიელი ხალხისთვის და როგორი ფორმით უნდა მიეწოდებინა ის თემები, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო მათთვის. ამგვარად, ჯორჯო სტრელერის სახით ჩამოყალიბდა რეჟისორ-მოქალაქის გამოკვეთილი ფიგურა.
ნაშრომში განხილულია 20 სპექტაკლი, სულ აღნიშნულია 37 წარმოდგენა. მუშაობისას ვეყრდნობოდით სპექტაკლების ვიდეო-ჩანაწერებს, თეატრის მკვლევრების თეორიული ნაშრომებს, პერიოდიკას, ვიდეო-ინტერვიუებსა და გადაცემებს, ასევე თავად სტრელერის პირადი მიმოწერებსა და სხვადასხვა სპექტაკლზე მუშაობისას გაკეთებულ ჩანაწერებს. დისერტაციაში გამოყენებულია ჯორჯო სტრელერის, ბერნარდ დორთის, ალექსეი ჯივილეგოვის, სვეტლანა ბუშუევას, ლუიჯი ლუნარის, უგო რონფანის, ფლავია ფორადინისა და სხვათა ნამუშევრები. ასევე პიკოლო თეატრის არქივში დაცული პუბლიკაციები: ალბერტო ბენტოლიოს, ლუიჯი ლუჩანინი, ეუჯენიო ფერდინანდო პალმიერი და სხვათა ავტორობით. ყველაზე მეტად თავად რეჟისორის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, პირად მიმოწერას, ასევე სპექტაკლებზე რეცენზიებს ვეყრდნობოდით. შესაბამისად, შევეცადეთ სპექტაკლის ავტორისა და კრიტიკოსების შეფასების ანალიზის საფუძველზე სტრელერის შემოქმედება მრავალი რაკურსით და ძირეულად შეგვესწავლა. სპექტაკლების განხილვისას თითოეულის ანალიზია წარმოდგენილი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ადრეულ სპექტაკლებზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია ან საერთოდ არ არსებობს საგაზეთო სტატია, ხოლო რეჟისორის ჩანაწერი ერთი ან ორი წერილით შემოიფარგლება. მასალის სიმცირე განსაზღვრავს კონკრეტული სპექტაკლის თუ მოვლენის არასრულყოფილ ანალიზს. თემაზე მუშაობისას უმთავრესად გამოვიყენე შედარებითი და სოციო-კულტურული ანალიზის, თვისობრივი და ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, ასევე, ისტორიზმის პრინციპი.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ნაციონალიზმის ფაქტორი, მისი იდენტობა და ურთიერთკავშირი სხვა ქვეყნებთან გლობალიზაციის კონტექსტში. თეატრის ფუნქციური მნიშვნელობის გამძაფრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე.
თემაზე მუშაობისას დავინახეთ გარკვეული ტენდენციები, რომლებიც საფუძვლად დაედო თანამედროვე იტალიურ თეატრს: სოციო-ჰუმანისტური იდეოლოგია; თეატრი, როგორც სანახაობრივი და სინთეზური ხელოვნების სახე, რომელშიც ნებისმიერი შემავალი დეტალი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სპექტაკლის სრულყოფისათვის.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას ქართულ თანამედროვე თეატრმცოდნეობაში შეისწავლოს მეოცე საუკუნის დასავლეთ ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში მიმდინარე თეატრალური პროცესები, ჯორჯო სტრელერის შემოქმედების მაგალითზე.

The research "Giorgio Stehler's European Theatrical Identity" is the study of the work of italian director Giorgio Strehler and includes analyzing current trends in Italy from the years of World War II to the 90’s of the last century. In this period there were great theatrical reforms in Italy. A new profession, theatre directing, has been founded. Artistic tendencies have been changed in terms of performing performance. New theatrical forms developed. Reflecting on the political and economic crisis in the country is a significant factor. Like other western European theaters, the Italian theatre has become a mirror of modern society and its problems. Idea-conceptual side meant the main force of the play and the director was the figure of this process. In the research we tried to present the main creative processes, which brought the Italian theatre back to the European art platform and took a decent place. Obviously, these changes have not started in one day and are not easily developed. Our task was to research and analyze these processes. As we noted in the beginning, the work covers 50 years of Italy's hard period with great cataclysms and difficult years. Accordingly, theatrical life is characterized by varied and often changing tendencies. This can be somewhat positively evaluated because it was full of many experiments and creative researches.
During the study, the specificity of the Italian theatre was characteristic and regardless of the global outlook, it can still be considered an original theatrical art.
On the basis of evolution of creative processes, the theatre technical base has been greatly developed. Particularly for the first period there were difficult to buy a technical inventory and then maintain it. The novice actors were actually trying to work on enthusiasm.
The establishment of the Piccolo Theatre was a kind of push in order to revitalize the life of Italy and this push was even the basis for artistic researches. Many artists have created a similar theatre in different cities. This initiative spread throughout Italy. Of course, some of the theatre did not endure a number of problems that could be created by the newly created troupes and soon afterwards, but the tendency to arrive at the municipal theatre has promoted the development of this field of art.
The main purpose of the theatre was to head Giorgio Strehler's audience and his interests. The director created performances for the audience only, to awake the public up and to talk about the problems with them. The director provided the public with intellectual values and endured trials, but did not forget about the problems and tried to take part in the action. The director knew exactly what was the priority for the italian people and how it should be given to the subjects that were so important to them. Thus, Giorgio Strehler was formed as a director-citizen figure.
In the research is reviewed 20 performances, in total noted 37 performances. While working we were basing on the video recordings of the performances, the theoretical thesis of the theatre researchers, the press, the video interviews and the programs, as well as the Strehler’s personal correspondences and the recordings of various performances. The thesis is used in G. Strehler, Bernard Dort, Aleksey Jivilegov, Svetlana Bushuaeva, Luigi Lunari, Ugo Ronffani, Flavia Foradini and others. Also the publications of the Piccolo Theatre Archive: Alerto Bentoglio, Luigi Luccianini, Eugenio Ferdinando Palmieri and others. Most of all research is based on the letters written by the director himself, personal correspondence and reviews. Therefore, we tried to analyze the director's creativity through the analysis of the authors and critics of the performance. Analysis of each performance is presented in every review.
It should also be noted that there is lack of information about the early performances, or there is no newspaper article or we could find out one or two essays written by the director. Lack of material determines the imperfect analysis of a specific performance or event. While working on the topic, I mainly used comparative and socio-cultural analysis, qualitative and inductive and deductive methods, as well as the principle of history.
As a result of the research, the factor of nationalism, its identity and interconnection in the context of globalization with other countries has been identified. Intensifying the functional significance of the theatre on the ongoing processes in the country.
As a result of the research, certain trends have emerged, based on modern italian theatre: socio-humanist ideology; theatre, as a spectacular and synthetic art, in which any input is an important factor for the performance.
The present work is the first attempt to research the theatrical processes in Western Europe in twentieth century, especially in Italy and on the example of Giorgio Strehler, in modern Georgian theatre studies.
URI: https://openscience.ge/handle/1/2936
ჩანს კოლექციებში:დისერტაციები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamar Mukeria Disertatsia.pdfჯორჯო სტრელერის ევროპული სათეატრო იდენტობა1.23 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

107
checked on Apr 23, 2024

გადმოწერა

363
checked on Apr 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.