Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2911
Title: დირექტორის კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობები (შედარებით-სამართლებრივი კვლევა)
Authors: გულიაშვილი, გვანცა 
Advisor: დოლიძე, დავით 
Degree Name: კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
Master of Private (Business) Law
Degree Discipline: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართლის სკოლა 
Keywords: კომპანია
ხელმძღვანელი პირი
კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა
შედარებით-სამართლებრივი ანალიზი
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომი ეძღვნება კომპანიების ხელმძღვანელ პირთა შიდა კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობების განსაზღვრას საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე. კვლევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კანონი პირდაპირ და ამომწურავად არ განსაზღვრავს დირექტორთა კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობებს, რაც აჩენს კითხვას, თუ რა შეიძლება გახდეს დირექტორისათვის შიდა კორპორაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
კვლევა მიმდინარეობდა ზემოთხსენებული სამივე ქვეყნის საკორპორაციო სამართლის იმ ძირითადი საკანონმდებლო აქტების ანალიზის საფუძველზე, რომლებიც შესაბამის ქვეყნებში განამტკიცებენ კორპორაციათა სამართლებრივ ფორმებს, განსაზღვრავენ კომპანიათა მართვის სტრუქტურას, ადგენენ ხელმძღვანელ პირთა მოვალეობებს და მათ შორის რეკომენდაციებს იძლევიან კორპორაციული მართვის კუთხით.
კვლევის პროცესში ნათელი გახდა, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის მოწესრიგება განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული საკითხი ძირითადად წესდებითა და დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება, ხოლო გერმანია და საქართველო კი მას საკანონმდებლო დონეზე აწესრიგებს. იქედან გამომდინარე, რომ ამერიკასა და გერმანიაში დირექტორთა პასუხისმგებლობის მოწესრიგება მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი და ამ საკითხში სასამართლო პრაქტიკაც მდიდარია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ საკორპორაციო სამართალს, რადგან ის ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ასევე რამდენიმე ისეთ საკითხზე, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ და რისი მოწესრიგებაც ახალ კანონს უნდა მივანდოთ.
კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობების დადგენამდე, მნიშვნელოვანი იყო კორპორაციული მართვის მოდელების დახასიათება და ამ სისტემაში დირექტორების როლის განსაზღვრა. როგორც აღმოჩნდა, ფართო უფლებამოსილებებისა და ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, კორპორაციულ მართვაში დირექტორი ერთ-ერთ მნიშნელოვან ფიგურას წარმოადგენს, რადგან სწორედ ის წარმართავს კომპანიათა ყოველდღიურ სამეწარმეო საქმიანობას და მას უწევს გადაწყვეტილებების მიღება კომპანიისათვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, რაც სამომავლოდ შესაძლოა მცდარიც კი აღმოჩნდეს და გამოიწვიოს კომპანიის ზიანი. ასეთ პირობებში კი, რა თქმა უნდა, დიდი მნიშნელობა აქვს იმ სამართლებრივი ნორმების არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ინტერესების დაცვას.
კვლევის პროცესში დადგინდა, რომ არცერთი ქვეყნის სამართალი დეტალურად და ამომწურავად არ ადგენს დირექტორთა პასუხსიმგებლობის საფუძვლებს, თუმცა ითვალიწინებს ხელმძღვანელ პირთა ისეთ მოვალეობებსა და ვალდებულებებს, რომლის დარღვევასაც უკავშირებს სწორედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას. ამ თვალსაზრისით, მნიშნელოვანი იყო დირექტორის ორი ისეთი ძირითადი მოვალეობის დახასიათება, როგორიცაა - გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობები. ხსენებულ მოვალეობებს თანამედროვე საკორპორაციო სამართალი დიდ მნიშნელობას ანიჭებს და ხშირია მათი გამოყენება სასამართლო გადაწყვეტილებებში.
ნაშრომში ასევე განხილული იქნა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ ზემოთხსენებული მოვალეობების ფარგლებში აკისრებს დირექტორს კორპორაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ხსენებული გადაწყვეტილების ანალიზიც ცხადყოფს, თუ რამდენად დიდი მნიშნელობა აქვს სასამართლოს სამართლის განვითარებაში, რადგან სწორედ მას უწევს ზოგადი ნორმების განმარტება და მათი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობისთვის მისადაგება. იმავე გადაწყვეტილების ფარგლებში იქნა ასევე განხილული გამჭოლი პასუხსიმგებლობის დოქტრინა, რომელიც დირექტორისათვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ სახედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
კვლევის დროს მნიშნელოვანი აღმოჩენა იყო ასევე ის, რომ გარდა პასუხსიმგებლობის დაკისრების საფუძლებისა, არსებობს ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული წინაპირობების არსებობისას გამორიცხავს კიდეც დირექტორის პასუხსიმგებლობას წარუმატებელი ბიზნეს გადაწყვეტილების შემთხვევაში.
საერთო ჯამში, კვლევის შედეგად დადგნდა, რომ მართალია კანონი დეტალურად და ამომწურავად არ განსაზღვრავს დირექტორის კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, მაგრამ საკომპენსაციოდ განამტკიცებს დირექტორთა ძირითად მოვალეობებს, რომლის დარღვევასაც პირდაპირ უკავშირებს დირექტორისათვის პასუხსიმგებლობის დაკისრებას.

The paper is dedicated to defining the preconditions for corporate legal responsibility of corporate executives based on a comparative legal analysis of Georgia, the United States and Germany. The research was conditioned by the fact that the law does not directly and exhaustively define the preconditions for corporate legal responsibility of directors, which raises the question of what can become the basis for imposing internal corporate responsibility on the director.
The study was based on the analysis of the main corporate law legislation of the above three countries, which strengthens the legal forms of corporations in the respective countries, defines the management structure of companies, sets out the responsibilities of executives and makes recommendations on corporate governance.
In the course of the research, it became clear that the regulation of the director's responsibilities varies from country to country. In the United States, for example, the issue is largely regulated by a charter and a contract with the director, while Germany and Georgia regulate it at the legislative level. Due to the high level of corporate governance in the United States and Germany, and the rich case law on this issue, special attention has been paid to Georgian corporate law, as it still needs to be refined. The paper also focuses on several issues that should be considered as a shortcoming of the Law of Georgia on Entrepreneurs and which should be regulated by the new law.
Prior to establishing the preconditions for corporate legal responsibility, it was important to characterize corporate governance models and define the role of directors in this system. As it turned out, given its broad powers and functions, the director is one of the most important figures in corporate governance, as he manages the day-to-day business of companies and has to make decisions on issues that are important to the company, which may even be wrong in the future. In such conditions, of course, the existence of legal norms that ensure the protection of the company's interests is of great importance.
In the course of the research, it was found that the law of any country does not set out in detail and exhaustively the grounds for the responsibility of directors, however, it takes into account the duties and responsibilities of the management, the violation of which is related to the establishment of legal responsibility. From this point of view, it was important to characterize the two main responsibilities of the director, such as the duties of care and loyalty. These duties are of great importance in modern corporate law and are often used in court decisions.
The paper also discusses one of the decisions of the Supreme Court, which imposes corporate-legal responsibility on the director within the framework of the above-mentioned duties. The analysis of the mentioned decision also shows how important it is in the development of court law, because it is it that has to define the general norms and adapt them to the specific legal relationship. In the same decision, the doctrine of pervasive responsibility was also discussed, which can be considered as one of the forms of imposing personal responsibility on the director.
An important finding during the study was that in addition to the grounds for liability, there is a legal institution that excludes even the director's liability in the event of a failed business decision in the presence of certain preconditions.
Overall, the study found that while the law does not specify in detail and thoroughly the grounds for corporate-legal liability of a director, it does compensate for the principal duties of directors, the breach of which is directly linked to the imposition of liability on the director.
URI: https://openscience.ge/handle/1/2911
Appears in Collections:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gvantsa Guliashvili Samagistro.pdfდირექტორის კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობები1.03 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

181
checked on Apr 24, 2024

Download(s)

820
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.