გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2811
სათაური: საოკუპაციო ხაზთან არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების პრობლემა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის საკითხები
სხვა სათაურები: (გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)
ავტორები: შაიშმელაშვილი, ირაკლი 
ხელმძღვანელი: ჩქოფოია, სოფო 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Master of Public Administration
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
Public administration
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საჯარო მმართველობა
ადგილობრივი თვითმმართველობა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა
უკანონო ბორდერიზაციის პროცესი
რეზიუმე: 
აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომი: „საოკუპაციო ხაზთან არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების პრობლემა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის საკითხები (გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)“, ეხება იმ ძირითად საკითხებს, რომელიც მეტად აქტუალური და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამაგისტრო ნაშრომის პირველი თავი მოიცავს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლების წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენას, მათი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, სახელმწიფო პროგრამებისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურობის შესწავლის საკითხებს. ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის როლისა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგების საკითხში. ნაშრომის მეორე თავში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია, მეტად აქტუალურ და მიმდინარე საკითხზე, როგორიცაა: უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები, რისკები და გამოწვევები. ყურადღება გამახვილებულია იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია სახალხო დამცველს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებაში.
შესწავლილი საკითხიდან გამომდინარე ნათელია, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სწორი და მკაფიო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა მათი საქმიანობა გახდეს ბევრად ეფექტური და ადგილობრივ მოსახლეობაზე ორიენტირებული. აგრეთვე აუცილებელია წინა პლანზე წამოიწიოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების მოგვარების საკითხები. 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის შიშს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად არსებული პრობლემების ნაწილი კვლავ გადაუჭრელი და აქტუალურია. წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი არის ერთგვარი მცდელობა, შესწავლილ იქნას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლების სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, გაანალიზებული და ნაჩვენები იქნას მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის საკითხები.
ოფიციალურ დოკუმენტებსა და ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და მოცემულია გარკვეული სახის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველო უკვე წლებია იღებს არაერთი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მხრიდან.

The proposed research – “Security issues and the social-economic related bottlenecks faced by the local community members living in the administrative units near the occupation line on the example of Gori Municipality” -Addresses the main issues that are very relevant and priority in the socio-political life of our country.
The first chapter of the research includes the following key topics: (i) Identifying the challenges faced by the local community; (ii) Identifying the opportunities for support and further development of the social-economic conditions for locals; (iii) Desk studying of the effectiveness and efficiency of the state programs and action plan. Moreover, the following chapter is focusing on the key role of the local state authorities as an opportunity in regards with the ensuring safety and proper social-economic condition for the locals living nearby the border line.
As for the second chapter of the research, it clearly outlines the following topic: Illegal borderization process as well as the safety related risks and challenges for the local community members living nearby the border. In addition, this chapter express the mechanisms implemented by the Public Defender (Ombudsman) of Georgia in relation to the locals.
Based on the results of the topics discussed above, it should be outlined that increasing the role of the Government of Georgia (including particular actions) is vitally important to ensure the significant support to the local population on the way of development of their social-economic conditions. Since 2008, the borderization process have been occurring actively, therefore the local community living nearby the border has been constantly experiencing fear on the part of the occupying country. Besides the actions done by the Government of Georgia, part of the problems, facing by the locals, still need to be addressed. Based on the above mentioned, the proposed research is like a step to recognize the social-economic challenges at local level in depth and to find out the ways to address these challenges in an effective manner.
Based on the desk study and researches, done by me within the Master Research the specific conclusion recommendations are developed in regards with the identifying gaps and bottlenecks for further effective reactions, which are also closely resonated with the recommendations of the different international and national organizations developed for the Government of Georgia.
URI: https://openscience.ge/handle/1/2811
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Irakli Shaishmelashvili Samagistro.pdfსაოკუპაციო ხაზთან არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების პრობლემა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის საკითხები1.36 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

127
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

235
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.