გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2810
სათაური: საწარმოთა ანტიკრიზისული მართვის ეფექტიანობა საქართველოში პანდემიის პირობებში
Effectiveness of anti-crisis management of enterprises in the conditions of pandemic in Georgia
ავტორები: ივანიძე, იმედა 
Ivanidze, I. 
ხელმძღვანელი: ჟოჟუაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საწარმოს ანტიკრიზისული მართვა
სახელმწიფო პოლიტიკა
ქართული საწარმოების გამოცდილება
უცხოურ საწარმოების გამოცდილება
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
პროდუქციის გასაღებისა და წარმოების მოცულობის მერყეობა, წარმოების დაცემა და ზოგადად ეკონომიკის არათანაბარი განვითარება ქმნის წარმოებაში კრიზისულ სიტუაციას. როდესაც საწარმოს ფინანსური უზრუნველყოფისათვის დროულად არ ტარდება შესაბამისი ქმედებები, იქმნება გაკოტრების საშიშროება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისა და მათი აქტივობის შედეგები, შესაბამისად ბიზნესის კრიზისებისგან დაცვა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფოსათვის. ბიზნეს ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკისათვის, ანტიკრიზისული მართვის როლის ამაღლება, კრიზისული სიტუაციდან თავის დაღწევის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მეტად მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე პირობებში. ნეგატიური პროცესების თავიდან აცილების მიზნით საწარმოში გამოიყენება ანტიკრიზისული მართვის სხვადასხვა მეთოდები, რომელთა შესწავლა და დანერგვა ქართულ პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვანია.
ნაშრომში განხილულია საწარმოში კრიზისების კლასიფიკაცია და წარმოდგენილია კრიზისის გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების შემცირებისა და თავიდან აცილების გზები. ასევე განხილულია - ბიზნეს სექტორზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი გავლენა და საწარმოთა ანტიკრიზისული მართვის სრულყოფის საკითხები. საწარმოს ანტიკრიზისული მართვის მთავარ მიზანს წარმოადგენს კრიზისულ მდგომარეობამდე მიმყვანი ყველა ფაქტორისა და მოვლენის გაუვნებელყოფაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია, როგორც კომპანითა წარმომადგენლებისთვის, ვიზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ბიზნეს სექტორის განვითარების ტემპი და მისი ფინანსური შედეგები, ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნეს სექტორის, და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. ბიზნეს კომპანიები წარმოადგენენ სახელმწიფოს ფინანსური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვან რგოლს, შესაბამისად საწარმოთა ფინანსების ეფექტური მართვა, ნებესმიერ ქვეყნის ფინანსური სისტემის გამართული მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია.
კვლევის მიზანი და ამოცანებია გავაანალიზოთ ანტიკრიზისული მართვის როლი საწრმოს საქმიანობაში, იმ ბერკეტების განხილვა, თუ რა ბერკეტებით ცდილობენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს-კომპანიები კრიზისული სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლას, ე.ი. ანტიკრიზისული მართვის რა მეთოდებს და გზებს იყენებენ.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელს გახდის საწარმოთა ანტიკრიზისული მართვის ეფექტიანობის ამაღლებას.

Fluctuations in product turnover and production volume, falling production and uneven development of the economy in general create a crisis situation in production. When appropriate actions are not taken in time for the financial security of the enterprise, there is a risk of bankruptcy. An important component of the formation of state budget revenues is the results of the business sector and their activities, therefore protection and development of business crises is a very important issue for the state. For the theory and practice of business administration, enhancing the role of anti-crisis management, making the right decisions to escape from a crisis situation becomes very important in modern conditions. In order to avoid negative processes, the company uses various methods of anti-crisis management, the study and implementation of which is very important in Georgian practice.
The paper discusses the classification of crises in the enterprise and presents ways to reduce and prevent the causes and factors of the crisis. Also discussed - the negative impact of the crisis caused by the pandemic on the business sector and the issues of improving the anti-crisis management of enterprises. The main goal of the enterprise anti-crisis management is to develop and implement measures aimed at neutralizing all factors and events leading to the crisis. Therefore, this issue is very important for the representatives of companies, on which the pace of business sector development and its financial consequences directly depends, as well as for the welfare of the society, which is directly related to the development of the business sector and the country's economy. Business companies are one of the most important parts of the state financial system, therefore the effective management of enterprise finances is a very important issue for the proper functioning of the financial system of any country.
The aim and objectives of the research are to analyze the role of anti-crisis management in the activities of the enterprise, to discuss the levers by which business companies operating in Georgia try to get out of the crisis situation with minimal losses, ie. What methods and ways of anti-crisis management are used.
The findings and recommendations of the study will make it possible to increase the effectiveness of anti-crisis management of enterprises.
URI: https://openscience.ge/handle/1/2810
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Imeda Ivanidze Samagistro.pdfსაწარმოთა ანტიკრიზისული მართვის ეფექტიანობა საქართველოში პანდემიის პირობებში1.21 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

92
checked on Apr 23, 2024

გადმოწერა

208
checked on Apr 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.