გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2784
სათაური: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში
Small Business Development Trends in Georgia
ავტორები: მაზიაშვილი, დარინა 
Maziashvili, D. 
ხელმძღვანელი: ორჯონიკიძე, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო ბიზნესი
საქართველო
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში“ შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიებს და სახელმწიფოს როლს ამ პროცესებში. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა მცირე და საშუალო ბიზნესის სტრუქტურა და ეკონომიკური მახასიათებლები საქართველოში. შესაბამისად, ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისათვის გასაღების ბაზრის ფორმირებას, აჩქარებს კაპიტალის დაგროვების პროცესს, ამყარებს კონკურენტუნარიანობას. ქართულ რეალობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში კარგად აპრობირებული და ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, როგორიცაა ფრანჩაიზინგი და ლიზინგი. ჩატარებული კვლევის საგანია განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების და პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფი სახელმწიფოების გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. კვლევის ობიექტია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სტრატეგიული გეგმები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ ეკონომიკური საქმიანობის ხასიათის მრავალგვარობიდან, აგრეთვე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ორგანიზაციულ–საკუთრებითი ფორმებიდან და სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეობის ფუნქციონირების სფერო არ შემოისაზღვრება ეკონომიკის რომელიმე დარგით და საკუთრების ამა თუ იმ ფორმით. მცირე საწარმოები შეიძლება მოქმედებდეს ნებისმიერ დარგსა და სფეროში; ის შეიძლება შეიქმნას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში და ემყარებოდეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და კომერციულ, ჯგუფურ ან შერეულ საკუთრებას. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ფაქტიურად ჯერ კიდევ ყალიბდება ეს სექტორი; იხვეწება მცირე და საშუალო მეწარმეობის როგორც სექტორული ისე დარგობრივი სტრუქტურაც. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ითვლება საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად. ეკონომიკის ეს სექტორი უფრო დინამიურად რეაგირებს კონიუნქტურის შეცვლაზე, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს საშუალო კლასის ფორმირებას, ე.ი. აფართოვებს გასატარებელი რეფორმების სოციალურ ბაზას. ასეთი სოციალური ბაზის საყრდენის გარეშე საბაზრო რეფორმები განწირულია, ხოლო საკითხი მათი შეუქცევადობის შესახებ მუდამ ეჭვის ქვეშ იქნება.

The master's thesis "Trends in the development of small business in Georgia" is devoted to the development of strategies for the development of small business and the role of the state in this process. Our goal was to study the structure of small business and economic characteristics in Georgia. Therefore, I believe that the topic of research is relevant to us. The task of the study is to show that state support for small businesses is an important tool that provides small businesses in the market to accelerate the process of capital accumulation, enhance competitiveness, the Georgian reality, the development of small business in the area to be used in developed countries on the door. and an effective tool, such as franchises and leasing. Study of research conducted by states with developed economies and post-Soviet countries in the field of small business. The aim of the study is the Ministry of Economy and Sustainable
Development, as well as statistical information and strategic plans for the official verbs of Geostat. As a result of our research, we have proved that, because of the nature of economic activity and organizational legal and organizational-property forms and other characteristics, the function of small business is not limited to any sector of the economy and any form of property. Small enterprises can be applied in any field and on the ground; They can be created both in the private and public sectors and are based on private, public and commercial, group or mixed ownership. A study of our research has shown that this sector still appears as a factor in Georgia, as in other post-Soviet countries; Entrepreneurship in both the small and small sectors is also a sectoral and sectoral structure. The development of small business is seen as one of the prospects for a market economy. This sector of the economy dynamically reacts to changes in the situation, creates additional jobs, promotes the formation of the middle class, ie, extends the social base of reforms. Without such a social base, market reforms are doomed, and the question of their irreversibility will always be questioned.
URI: https://openscience.ge/handle/1/2784
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Darina Maziashvili Samagistro .pdfმცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში1.14 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

127
checked on Apr 23, 2024

გადმოწერა

147
checked on Apr 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.