გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2531
სათაური: პროკურორი, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი
ავტორები: ღელაღუტაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: ბენიძე, ვენედი 
ხარისხის სახელი: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სისხლისამართლის დევნის დაწყებისა და განხორციელების თავისებურებები
ქართული საპროცესო სამართალი
პროკურორის სტატუსი
გამოცემის თარიღი: 2021
გამომცემელი: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დანაშაული საზოგადოებრივი მოვლენაა, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარევე საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის სიიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას. ყველა სახელმწიფოს ძირითადი საზრუნავია დანაშაულთან ბრძოლა, რადგან საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ეკონომიკურ სისტემასა თუ მოქალაქეების საკუთრებას, სიცოხლესა და ჯანმრთელობას. ქართველმა კანონმდებელმა ცალსახად განმარტა, რომ დანაშაული, ეს არის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელთან ეფექტური ბრძოლაც ქვეყნის ძირითად საზრუნავს წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ დანაშაულთან ბრძოლა სწორედ მის გამოვლენაში, აღკვეთასა და სრულ, ობიექტურ გამოძიებაში გამოიხატება. დანაშაულთან ბრძოლაში სახელმწიფო გამოდის ბრალდების მხარის პოზიციით და პროკურორია სწორედ ის ცენტრალური ფიგურა, რომელიც სახელმწიფოს სახელით მხარს უჭერს ბრალდებას დანაშაულთან ბრძოლაში. საქმის სრულყოფილად გამოძიება და შედეგის დადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ინტერესებზე და რასაკვირველია, თავის მხრივ, მოქალაქეებს უჩნდებათ უსაფრთხოების განცდა.
საზოგადოების ინტერესებშია, რომ კანონის უზენაესობა გარანტირებული იყოს მართლმსაჯულების მიუკერძოებელი, სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებით. სახელმწიფო ბრალმდებელი, სწორედ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს, საპროცესო წარმოების ყველა ეტაპზე, ყველა ინდივიდის უფლების, თავისუფლების და საჯარო წესრიგის დაცვის გარანტს.
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში გაანალიზებულია ის საკანონმედბლო ნორმები, რომლებიც ადგენს გამოძიების წესებს, გამოძიების პროცესის სუბიექტების უერთიერთობებს და მათი დამოუკიდებლობის ხარისხს. ამ მხრივ ხაზგასასმელია თუ რამდენად მასშტაბურია პროკუორის გამოძიებაზე ზედამხედველობა, რა ინტენსივობით შეუძლია პროკურორს საგამოძიებო მოქმედებებში ჩარევა, ასევე ის თუ რა როლს ასრულებს პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პირობებში (გამოძიების სტადიაზე).
მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში საუბარია სისხლისამართლის დევნის დაწყებისა და განხორციელების თავისებურებებზე, რაც ასახულია ქართულ საპროცესო სამართალში. კვლევაში ასახულია სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტიტუტი, მისი განვითარება და პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება, როგორც ნოვაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

Crime is a public event, that by its nature endangersas human life and health, as well as the normal functioning of the State. The main concern of all States is fighting crime, in order not to endanger the economic system of the country and the property, life and health of the citizens. The Georgian legislator has clearly explained that crime is an illegal and culpable act, the effective fight against which is the main concern of the country.
It is noteworthy that the fight against crime is expressed in detection, prevention and full, objective investigation of the criminality. While fightingagainst crime, the State takes the position of the prosecution, and the prosecutor is the central figure who supports the accusation on behalf of the State in the fight against crime. A thorough investigation of the case and the outcome is extremely important, because it directly affects the interests of the country and, of course, in turn, gives citizens a sense of security.
It is the public interest that supremacy of law is to be guaranteed by impartial, fair and efficient administration of justice. The state prosecutor, exactly because of his functions, is the guarantor of the protection of the rights, freedoms of all individuals and public order at all stages of the legal proceedings.
In the presented master's thesis there are analyzed those legislative norms, that determines the investigationrules, the relations between the subjects of the investigation process and the degree of their independence. In this regardit should be emphasized the extent of supervisionof the prosecutor on the investigation, the intensity with which the prosecutor can intervene in the investigation, as well as the role of the prosecutor in the implementation of the criminal prosecution(at the investigation stage).
In the presented master's thesisthere are discussed the peculiarities of initiating and carrying out criminal prosecution, which are reflected in the Georgian procedural law. In the research it is reflected the criminal prosecutioninstitution, its development and the discretionary powers of the prosecutoras an innovation in the Georgian legal space.
URI: https://openscience.ge/handle/1/2531
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Gelagutashvili Samagistro.pdfპროკურორი, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი673.11 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

303
checked on Apr 24, 2024

გადმოწერა

977
checked on Apr 24, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.