გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2512
სათაური: დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება
ავტორები: ახალკაცი, გიორგი 
ხელმძღვანელი: თევდორაძე, ნუგზარ 
ხარისხის სახელი: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დანაშაული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
სისხლის სამართლის კანონი
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება
გამოცემის თარიღი: 2021
გამომცემელი: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დანაშაული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ანუ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებაა. თუ პირმა ნებაყოფლობით აიღო დანაშაულზე ხელი, მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე გვექნება ნებაყოფლობით ხელის აღება, როცა თავიდან აცილებული იქნება შედეგის დადგომა. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა წამახალისებელია, პირი იმიტომ კი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, არამედ იმიტომ, რომ მან სამართლებრივი სიკეთის დაზიანება აიცილოს თავიდან. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას არ წარმოადგენს, ის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველია.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება ანოტაციის, შესავლის, ხუთი თავის, ექვსი ქვეთავის და დასკვნისაგან, რომელსაც ერთვის გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
ნაშრომის პირველ თავში მოკლად არის საუბარი იმ ლიტერატურზე, რომელიც გამოვიყენე თემაზე მუშაობისას. მეორე თავში განხილულია დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების შემადგენლობა; ნაშრომის მესამე თავი შეეხება დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობით; ნაშრომის მეოთხე თავში განხილულია დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების სასამართლო პრაქტიკა; მეხუთე თავში საუბარია სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით დამუშავებული სამეცნიერო მასალის კვლევის შედეგებზე. დასკვნაში შეჯამებულია თემაში განხილული ყველა საკითხი.

Criminal law determines the crime as illicit conduct that is the ground of criminal liability. The person releases from criminal charges if he or she voluntarily abandons a crime. Withdrawal from a crime takes place in cases when the consequences of the crime avoid. The legal norm about the abandonment of a crime has an encouraging nature. The person releases from criminal liability not for the ground that he or she has not committed the crime but to circumvent the violation of legally protected interests. Voluntary abandonment of the crime is not the circumstance of excluding the guilt, but it is the case to withdraw from criminal liability.
The Master's thesis consists of the abstract, introduction, five chapters, six sub-chapters, conclusion, bibliography, and enclosures.
The first chapter of the thesis is the review of literature; The second chapter of the thesis discusses the abandonment of crime; The third chapter of the thesis discusses the regulation of the abandonment of crime at the international level.The fourth chapter of the thesis discusses the judicial practice of the abandonment of crime;The fifth chapter of the thesis is the results of the research; The last chapter of the thesis is the conclusion.
URI: https://openscience.ge/handle/1/2512
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Akhalkatsi Samagistro.pdfდანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება913.04 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

184
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

88
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.