გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2261
სათაური: ჭვანის ხეობის მეტყველების თავისებურებანი
ავტორები: მირანდა, კილაძე 
ხელმძღვანელი: ბერიძე, თალიკო 
ხარისხის სახელი: Master of Humanitarian Science
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართველური ენათმეცნიერება
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აჭარული ლექსიკა
ჭვანის ხეობის მცხოვრებთა სასაუბრო მეტყველება
ენათმეცნიერება
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი „ჭვანის ხეობის მეტყველების თავისებურებანი“ ეხება აჭარული ლექსიკის მნიშვნელოვან საკითხს. კვლევის საგანია ჭვანის ხეობის მცხოვრებთა სასაუბრო მეტყველებაზე დაკვირვება და არსებული თავისებურებების გამოყოფა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველების ნიმუშებმა საინტერესო სურათი წარმოგვიდგინა როგორც ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური, ასევე ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური კუთხითაც.
აჭარული, როგორც ქართული ენის სხვა დიალექტები, სწრაფად განიცდის ცვლილებას. ენის განვითარება გვიჩვენებს, რომ ლიტერატურული ერთეულები ყოველდღე მკვიდრდება დიალექტებში, რაც აშკარად გაქრობის მომასწავებელია ცოცხალი, ხალხური სასაუბრო მეტყველების ნიმუშებისა. ამიტომ, დიალექტთა ლექსიკის კვლევა, მათი გამოყოფა, შესწავლა და სისტემატიზაცია მნიშვნელოვანია ლინგვისტური თვალსაზრისით.
თემა საკმაოდ აქტუალურია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, სიახლეების მიგნება და მივიწყებული, არქაული ფორმების აღნუსხვა, რაც აქტუალობის განმსაზღვრელია.
ნაშრომზე მუშაობისას გამოვიყენეთ აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, რამაც საშუალება მოგვცა ნათლად წარმოგვედგინა ხეობაში არსებული მდგომარეობა სასაუბრო მეტყველების კუთხით.
სამაგისტრო ნაშრომში, ჩაწერილი მასალის და კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილია დასკვნები, მოყვანილია მაგალითები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2261
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Miranda Kiladze Samagistro.pdfჭვანის ხეობის მეტყველების თავისებურებანი956.29 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

92
checked on Apr 19, 2024

გადმოწერა

747
checked on Apr 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.