გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2216
სათაური: ტელეოლოგიური განმარტების სტანდარტი რთული შემთხვევების გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
ავტორები: რაფავა, ნინო 
ხელმძღვანელი: გეგენავა, დიმიტრი 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ტელეოლოგიური განმარტების სტანდარტი
ადმინისტრაციული სამართალწარმოება
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The present paper discusses the standards of teleological interpretation in dealing with complex cases in administrative proceedings. The aim of the paper is to evaluate the analysis of the use of the teleological standard by law enforcers in Georgia and to study such complex cases in the case law of Georgia, which will emphasize the accuracy, effectiveness and advantage of decisions in administrative proceedings adopted using constitutional principles and teleological standards. The paper reviews the essence of the administrative proceedings and the purposeful interpretation of the court, the process and the problematic aspects raised during the implementation. The use of the teleological method is an indefinite concept by nature and requires further interpretation, in which the legislature has a special role to play in the process of drafting the relevant legislative act, and the judiciary within the definition of the norm in the administration of justice. For the purpose of the research - observation of these processes in solving "Hard Cases" provides the standards that are currently partially established by the national courts of Georgia. The paper provides a legal analysis of various decisions, interim findings and recommendations that show that appropriate measures are needed to eliminate the problems.

წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ტელეოლოგიური განმარტების სტანდარტებს რთული შემთხვევების გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართალშემფარდებელთა მიერ ტელეოლოგიური სტანდარტის გამოყენების შეფასება-ანალიზი და საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არსებული ისეთი რთული შემთხვევების შესწავლა, რომლითაც ხაზი გაესმება კონსტიტუციური პრინციპებისა და ტელეოლოგიური სტანდარტების გამოყენებით მიღებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრაქტიკაში არსებულ გადაწყვეტილებათა სიზუსტეს, ეფექტურობასა და უპირატესობას. ნაშრომში მიმოხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა და სასამართლოს მიზნობრივი ინტერპრეტაციის არსი, მიმდინარეობა და განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემური ასპექტები. ტელეოლოგიური მეთოდის გამოყენება ბუნებით განუსაზღვრელი ცნებაა და საჭიროებს შემდგომ ინტერპრეტაციას, რაშიც განსაკუთრებული როლი ეკისრება კანონმდებელს, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის შექმნის პროცესში, და სასამართლო ხელისუფლებას, მართლმსაჯულების განხორციელებისას ნორმის განმარტების ფარგლებში. კვლევის მიზნიდან გამომდინარე - სწორედ აღნიშნულ პროცესებზე დაკვირვება „რთული შემთხვევების“ გადაწყვეტისას იძლევა იმ სტანდარტებს, რაც დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ დამკვიდრებულიცაა საქართველოს ეროვნული სასამართლოების მიერ. ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი, შუალედური დასკვნები და რეკომენდაციები რომლითაც ნაჩვენებია, რომ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2216
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Rapava Samagistro.pdfტელეოლოგიური განმარტების სტანდარტი რთული შემთხვევების გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში674.37 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

580
checked on Apr 24, 2024

გადმოწერა

4,207
checked on Apr 24, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.