გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1957
სათაური: პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი
ავტორები: ბარნოვი, ნინო 
ხელმძღვანელი: ბენიძე, ვენედი 
ხარისხის სახელი: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პროკურორი
პროკურატურის ორგანოები
სისიხლისსამართლებრივი დევნა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Prosecutor's Office is the body that helps protect the rule of law. The Office of the Prosecutor is a body that can and is authorized to use all means to protect citizens' rights, including criminal interference.
The role of the prosecutor in the administration of criminal justice is very important. The Prosecutor's Office is the body that has made a particularly important contribution to upholding the rule of law. Each prosecutor's decision affects the whole society, and therefore the state. Therefore, any decision of the prosecutor must be fair, it must be substantiated, it must reflect the interests of the state and society.
Reform of criminal procedure legislation continues today. The increasing scale of crime and new types of crime are a significant obstacle, which requires a high standard of law-enforcement, a high level of professionalism and a comprehensive legislative framework to combat. The above contributes to the novelty and topicality of the problem raised in the work. The change of legislation and the adoption of the new Code of Criminal Procedure necessitated the scientific elaboration of problematic issues of the prosecutor's diverse procedural functions. The paper analyzes the role of prosecutors as prosecutors in court and in the investigation of criminal cases, which is one of the most controversial issues among countries with different legal traditions and practices. The work also uses systematic as well as logical, statistical, comparative analysis. Most importantly, this is the theoretical analysis of the research method. The research method is also the processing and analysis of data obtained from scientific literature and practical activities.

პროკურატურა ის ორგანოა, რომლის წარმატებული საქმიანობის შედეგად შესაძლებელია კანონის უზენაესობის დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, მართლწესრიგის განმტკიცება. პროკურატურა ძირითადი რგოლია მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საქმეში.
სისხლისსამართლის მართლმსაჯულების განხორციელებაში პროკურორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველა გადაწყვეტილება რომელსაც პროკურორი იღებს, არა მარტო ცალკეულ ინდივიდებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას და აქედან გამომდინარე ის სახელმწიფოსაც ეხება. პროკურორი უნდა იყოს კომპეტენტური, სამართლიანი და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. იგი უნდა გამოხატავდეს სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში რეფორმები კვლავაც გრძელდება, ერთ–ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დანაშაულების გაზრდილი მასშტაბები ქმნის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭიროა სამართალდამცავ ორგანოთა ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის მაღალი სატანტარდიზაცია და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე სწორი საკადრო პოლიტიკის გატარება. სწორედ ზემოთ ნახსენებმა პრობლემებმა განაპირობა ნაშრომის აქტუალობა და საჭირო გახდა იმ საკითხების მეცნიერულად დამუშავება, რომელიც პროკურორის საპროცესო ფუნქციებს ეხება.
ნაშრომში გაანალიზებულია თუ, როგორია პროკურორის როგორც ბრალმდებელის როლი სასამართლოში და როგორია მისი როლი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესის დროს, აღნიშნული საკითხი ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენდა სამართლებრივი ტრადიციების თუ პრაქტიკის მქონე სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ნაშრომში ასევე გამოყენებული არის როგორც სისტემური ისე, ლოგიკური, სტატისტიკური, შედარებითი ანალიზი. რაც მთავარია, სწორედ თეორიული ანალიზი წარმოადგენს ნაშრომის კვლევის მეთოდს. ასევე კვლევის მეთოდს წარმოადგენს სამეცნიერო ლიტერატურიდან და პრაქტიკული საქმიანობიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1957
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Barnovi Samagistro.pdfპროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

212
checked on Apr 20, 2024

გადმოწერა

1,258
checked on Apr 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.