გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1849
სათაური: ქართული ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ანალიზი, განვითარების პერსპექტივები პროტექციონიზმისა და თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში
ავტორები: სულაბერიძე, ვალერი 
ხელმძღვანელი: მელიქიძე, მაია 
ხარისხის სახელი: MBA in Management
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Business and Technologies 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: local production
free market
protectionism
ადგილობრივი წარმოება
თავისუფალი ბაზარი
პროტექციონიზმი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The development of Georgian local production, after forming Georgia as an independent state, was one of the major priorities of the state and governing forces at all stages, as local production creates more wealth in the form of gross national income, that compared to the GDP, is much faster reflected in the welfare of the people living in the country.
Developed local production creates more economic stability: the economy becomes less fragile toward foreign factors, the negative trade balance decreases and stabilizes economic parameters, such as inflation and the national currency exchange rate.
Despite the active intervention by the state, local production is still important in agro sector. In the economies of developed countries, the agricultural sector, does not exceed 10% , if we look at it from the point of view of sectors, as for employed people – it does not exceed 20%.
In my master's work, I will focus on several factors and issues:
• how competitive the sectors involved in production are;
• I will review the efficiency indicators of state programs, how efficiently the budgetary resources are used for the development of production;
• whether the state should be involved in the development of local production and whether it is necessary to protect it against imports;
• and most importantly, I will try to find out where and when the state will be most effective during production and what is the role of supporting technological progress in all this?
In addition, together with analyzing analytical papers and statistical data, I will present a survey, whose main goal will be to get information from entrepreneurs to show the main challenges of the particular sector / sectors, in which the interference of the state would help create more wealth.

ქართული ადგილობრივი წარმოების განვითარება, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირების შემდეგ, ყველა ეტაპზე წარმოადგენდა სახელმწიფოსა და მმართველი ძალების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რადგან ადგილობრივი წარმოება ქმნის მეტ დოვლათს მთლიანი ეროვნული შემოსავლის სახით, რაც მშპ-სთან შედარებით, ბევრად სწრაფად ისახება ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. განვითარებული ადგილობრივი წარმოება ქმნის მეტ ეკონომიკურ სტაბილურობას: ეკონომიკა ხდება ნაკლებად მყიფე საგარეო ფაქტორების მიმართ, მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო და სტაბილურდება ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ინტერვენციისა, დღეს ადგილობრივი წარმოება, ძირითად მაინც მოიცავს აგრო სექტორს. აგრო სექტორი კი, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში, სექტორების ჭრილში თუ შევხედავთ, 10%-ს არ აჭარბებს, დასაქმებულთა ჭრილში კი დასაქმებულთა 20 %-ს.
ჩემს სამაგისტრო ნაშრომში, ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ფაქტორსა და საკითხზე:
• რამდენად კონკურენტუნარიანია ის სექტორები, რომლებშიც ამჟამად წარმოება ხორციელდება;
• განვიხილავ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის მაჩვენებლებს, თუ რამდენად სწორად მიიმართება საბიუჯეტო რესურსები წარმოების გასავითარებლად;
• უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების განვითარებაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა იცავდეს თუ არა მას იმორტისგან;
• და ყველაზე მთავარი, ვეცდები გამოვკვეთო, წარმოებისას, სად და როდის იქნება სახელმწიფოს დახმარება ყველაზე ეფექტიანი და როლი აქვს ამ ყველაფერში ტექნოლოგიურ პროგრესის მხარდაჭერას.
ამისათვის, ანალიტიკური ნაშრომებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზთან ერთად, წარმოვადგენ კვლევას, რომლის მთავარი მიზანი იქნება მეწარმეებისგან მივიღო ინფორმაცია, რომლითაც ვაჩვენებ კონკრეტული სექტორის/სექტორების მთავარ გამოწვევებს, რაშიც სახელმწიფოს ჩარევა მეტი დოვლათის შექმნას შეუწყობდა ხელს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1849
ჩანს კოლექციებში:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Valeri Sulaberidze Samagistro.pdfქართული ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ანალიზი, განვითარების პერსპექტივები პროტექციონიზმისა და თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში3.79 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

290
checked on Apr 23, 2024

გადმოწერა

190
checked on Apr 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.