გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1526
სათაური: გენდერული როლები სატელევიზიო რეკლამებში
ავტორები: გურჯიძე, ანუკი 
ხელმძღვანელი: მაისაშვილი, ხათუნა 
ხარისხის სახელი: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: რეკლამა
ქართული რეკლამის მედიამონიტორინგები
გენდერი
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The work below deals with the characteristics of gender roles distribution in modern
Georgian TV advertisements. The goal of the research is to determine, what regularities the
distribution of role models in advertisements are based on, whether modern TV ads contain
traditional distribution of gender roles or stereotypes established in culture; And if it contains
stereotypes and how they appear in advertising.
One TV channel "Rustavi 2" has been selected for conducting the survey. Monitoring
was going on for two months. The method of study was content analysis. This method can
simultaneously help us research both, frequencies and relations, i.e., it calculates the
frequency and use of the definitive concepts. Through the coding card, which data was
developed by SPSS, we studied the main object - the characters of men and women. We
focused on those key signs that help us to study the portrait of a woman and a man. The
results of data processing have shown: (1) gender roles in advertising are based on traditional
cultural stereotypes; (2) Women are more often seen in TV advertising than men; (3) The role
of women in advertising is mainly the housewife or achievement of a beauty sample, man -
businessman, successful in career, brave, fighter;

მოცემულ ნაშრომში განხილულია თანამედროვე ქართულ სატელევიზიო
რეკლამებში გენდერული როლების განაწილების თავისებურებები. კვლევის
მიზანია, დავადგინოთ, რა კანოზომიერებებს ეყრდნობა როლური ფუქნციების
განაწილება სარეკლამო რგოლებში, შეიცავს თუ არა თანამდეროვე სატელევიზიო
რეკლამები გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას ან კულტურაში
დამკვიდრებულ სტერეოტიპებს; და თუ შეიცავს - როგორი მიმართებების
სტერეოტიპებია და როგორ ჩანს ისინი რეკლამაში.
კვლევის ჩასატარებლად შეირჩა ერთი სატელევიზიო არხი „რუსთავი 2“ , და
მონიტორინგი გრძელდებოდა ორი თვე. საკვლევი მეთოდი იყო კონტეტ–
ანალიზი. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ერთდროულად იყოს სიხშირითი და
რეალაციურიც, ანუ იგი ითვლის განსაზღვრულ ცნებების გამოყენების სიხშირესაც
და გამოყენების კონტექსტსაც. კოდირების ბარათის მეშვეობით, რომლის
მონაცემებიც სპეციალური კომპიუტერული პროგრამით SPSS დამუშავდა,
შევისწავლეთ ძირითადი ობიექტი - ქალისა და მამაკაცის პერსონაჟები.
ყურადღებას ვამახვილებდით იმ ძირითად ნიშნებზე, რომლებიც დაგვეხმარებოდა
ქალის და კაცის პორტრეტების შესწავლაში. მონაცემების დამუშავების შედეგებმა
აჩვენა: (1) რეკლამებში გენდერული როლები ტრადიციულ კულტურულ
სტერეოტიპებს ეფუძნება; (2) ქალი უფრო ხშირად ჩანს სატელევიზიო სარეკლამო
სივრცეში, ვიდრე მამაკაცი; (3)ქალის როლი რეკლამებში უმთავრესად არის
დიასახლისი ან მიღწევადი სილამაზის ნიმუში, მამაკაცისა - საქმიანი, კარიერაში
წარმატებული, მამაცი, მებრძოლი;
URI: https://openscience.ge/handle/1/1526
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA thesis. Gurjidze maskomi.pdfგენდერული როლები სატელევიზიო რეკლამებში987.71 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

225
checked on Apr 20, 2024

გადმოწერა

644
checked on Apr 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.