Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/147
Title: ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,კანონიერი ქურდობის“ (საქ-ს სსკ-ის 2231-ე მუხლი) პრობლემური საკითხები
Other Titles: თემატური სემინარი - I
Authors: გარაშვილი, გიორგი 
Advisor: ჭელიძე, სერგო 
Degree Name: სამართლის დოქტორი
Degree Level: 2
Degree Discipline: სამართალი
Keywords: სამართალი
კანონიერი ქურდობა
ქურდული სამყარო
Issue Date: 2018
Publisher: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Description: სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები. ორგანიზებული დანაშაული კომპლექსური კრიმინალური ფენომენია, რომლის შესწავლა და მის შესახებ მსჯელობა განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს. ამ მოვლენის იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევა და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა წარმოშობს სერიოზულ პრობლემათა ფართო წრეს, რომელთა პროფესიონალურ დონეზე გაანალიზება წმინდა იურიდიულ საკითხებთანაა დაკავშირებული და მოითხოვს მაღალკვალიფიციურ მიდგომას. ზემოაღნიშნული ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები დაშინებით, მუქარით, იძულებით, „ქურდული გარჩევის“ გზით ცდილობენ მოქლაქეებისგან ფულისა და სხვა ქონებრივი სარგებლის მიღებას. ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ფულს აწერენ“ ინდ. მეწარმეებს, სხვადასხვა საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების ხელმძვანელებს, რითაც ხელს უშლიან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2231 მუხლი, რომლის დისპოზიციაც შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: 1. ქურდული სამყაროს წევრობა, 2. კანონიერი ქურდობა. საკითხის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულ სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკაში ხშირია შეცდომები ქმედების ქურდული სამყაროს წევრობად ან კანონიერ ქურდობად კვალიფიკაციის დროს. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები კმაყოფილდებიან მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით „ქურდი ვარ“ და გამოაქვთ მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი.
URI: https://openscience.ge/handle/1/147
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
გიორგი გარაშვილი 1 თემატური სემინარი.pdf,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,კანონიერი ქურდობის“ (საქ-ს სსკ-ის 2231-ე მუხლი) პრობლემური საკითხები302.66 kBAdobe PDFView/Open
Show full item record Recommend this item

CORE Recommender

Page view(s)

11
checked on Jun 18, 2019

Download(s)

75
checked on Jun 18, 2019

Google ScholarTM

Check

Altmetric


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.