Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/133
Title: ნატოს და გაეროს როლი 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში
Other Titles: თემატური სემინარი
Authors: ზვიადაძე, გიორგი 
Keywords: სოციალური მეცნიერებები;ნატო;გაერო;საერთაშორისო სისტემა
Issue Date: 2018
Description: 
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ისტორიაში აქამდე არნახული დინამიზმის ნიშნით გამოირჩევა. საფრანგეთის რევოლუციის თანმხლები მოვლენების შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა ესოდენ მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ძვრები ყველა იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ხასიათს, თანაც გასათვალისწინებელია რომ ეს ძვრები დროის მეტად მოკლე შუალედში მოხდა, რამაც საერთაშორისო ურთიერთობის სისტემის განვითარებას ნახტომისებური და ძნელად პროგნოზირებადი ხასიათი მისცა. ამ სისტემაში მრავალი ტენდენციის პროგნოზირება, რომელიც დღეს მოქმედებს რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო. ცვლილებების მასშტაბურობა და სისწრაფე შესაძლებელია იმის მაჩვენებელი იყოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება და ჯერ არ მიუღია ჩამოყალიბებული სახე. თუმცა საკმარისი საფუძველი არსებობს ჩამოვაყალიბოთ ძირითად პრინციპებად თუ როგორი არ იქნება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა:
- ის არ იქნება მშვიდობიანი და უკონფლიქტო, როგორც ამას ზოგიერთი ლიბერალი თუ ნეოლიბერალი ანალიტიკოსი მიიჩნევდა ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ. შესაბამისად სამხედრო ძალა კვლავ დიდ როლს შეასრულებს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში
URI: https://openscience.ge/handle/1/133
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Zviadadze -Tematuri Seminari.pdfნატოს და გაეროს როლი 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში366.48 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 20

60
checked on Oct 29, 2019

Download(s)

107
checked on Oct 29, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.