გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1295
სათაური: სოციალური და ტრადიციული მედიის ურთიერთმიმართება
სხვა სათაურები: საქართველოს მაგალითზე
ავტორები: ბაჯელიძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ოსეფაშვილი, დალი 
ხარისხის სახელი: ჟურნალისტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: მედია და ახალი ტექნოლოგიები. Media and New Technology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სოციალური მედიის შესაძლებლობები ჟურნალისტებისთვის
რას აკეთებენ ქართული მედიასაშუალებები
უცხოური მედიის მონიტორინგი
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Nowadays, social media is creating new challenges and opportunities for journalists. Amonng Famous European and Eastern media, Georgian media channels are actively using social media channels in order to spread their content, but the qualitative and quantity indices are different from each other.
The main goal of this thesis for master degree is to answer several questions: Will social media replace traditional media? What kind of theories are written about this issue;
Shall journalists use statements attested in social media channels while preparing their news or articles in traditional media?
How effectively Georgian media channels are using social media platforms?
In order to answer my questions, I used several methods: Literature Review – in the thesis there are reviewed several theories about interrelationship of social and traditional medias;
Content Analysis - Since March 2017 till July 2017 I did research for 6 Georgian media channels (Palitranews, Rustavi 2, Tabula, Jamnews, News.on.ge, GARB) and 4 foreign media channels (CNN, BBC, Al Jazeera, Fox News). I paid attention for several factors, including: variety of content, quality of using social media features, interaction, etc.
Interviews - I did interviews with representatives of 6 Georgian media channels in order to understand their positions about interrelationship of social and traditional media.
Hope this thesis will be helpful for everyone interested in social and traditional media development.

დღესდღეობით, სოციალური მედია ჟურნალისტებისთვის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ქმნის. წამყვანი ევროპული და დასავლური მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად, ამ მხრივ, არც ქართული მედია აღმოჩნდა გამონაკლისი, თუმცა, მათი აქტივობები და ჩართულობის მაჩვენებლები განსხვავებულია.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, პასუხი გავცე შემდეგ კითხვებს: ჩაანაცვლებს თუ არა სოციალური მედია ტრადიციულ მედიას? უნდა იყენებდნენ თუ არა მედიასაშუალებები
სოციალურ ქსელებში გამოთქმულ აზრებს სიუჟეტებისა თუ სტატიების წყაროებად?
რამდენად ეფექტურად ითვისებენ ქართული მედიასაშუალებები სოციალურ ქსელებს?
ნაშრომში გამოყენებულია როგორც კონტენტანალიზის მეთოდი, ასევე თვისებრივი კვლევის მიდგომაც - ექსპერტებთან ინტერვიუების ანალიზი.
კონტენტ-ანალიზის მეშვეობით შესწავლილია - 2017 წლის მარტიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით ექვსი ქართული (“პალიტრანიუსი”, “რუსთავი 2”, “ტაბულა”, “ჯემნიუსი”, “News.On.Ge”, “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”) და ოთხი უცხოური (CNN, BBC, Al Jazeera, Fox News) მედიასაშუალების სოციალური ქსელებში აქტივობები. ყურადღება გამახვილებულია კონტენტის შინაარსზე, მრავალფეროვნებაზე, სოციალური მედიის უპირატესობების გამოყენებასა და ინტერაქციაზე.
სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდით გამოკითხულია ექვსი ქართული მედია საშუალების სოციალურ მედიაზე პასუხისმგებელი პირები, რათა გაგვერკვია მათი პოზიცია სოციალური მედიისა და ტრადიციული მედიის ურთიერთმიმართებაზე.
თეზისში წარმოდგენილი თეორიები, დასკვნები და კვლევის შედეგები საინტერესო იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია სოციალური მედიისა და ტრადიციული მედიის ურთიერთმიმართებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1295
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA_Thesis_Mariam_Bajelidze axteq.pdfსოციალური და ტრადიციული მედიის ურთიერთმიმართება1.28 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

487
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

382
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.