Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/127
Title: კიბერ-ომი როგორც ეროვნული უსაფრთხოების ახალი საფრთხე და პოლიტიკური კონფლიქტის ახალი განსაზღვრება
Other Titles: ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა
Authors: ზედელაშვილი, თორნიკე 
Keywords: სოციალური მეცნიერებები;კიბერ-ომი;ეროვნული უსაფრთხოება
Issue Date: 2018
Description: 
რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები, მით მეტად იზრდება კიბერ-ომის საფრთხე მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, ყველაფერი სარკისებურად აისახება საქართველოზეც. დღეს, როგორც არასდროს, ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება ადექვატური ზომების მიღება, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განვითარება და სპეციფიკური მეთოდების შემუშავება. კიბერ-ომი, ანუ ამ ომთან დაკავშირებული ხერხები უკვე აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის პოლიტიკაშიც. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საინფორმაციო ომის წარმოების მეთოდებიც იხვეწება. როგორც იურიდიულ მეცნიერაბათა დოქტორი, მარიამ ცაცანაშვილი ამბობს: "კიბერ-სივრცე ნელ-ნელა ისეთივე ბრძოლის ველი ხდება, როგორც ხმელეთი, ზღვა, ცა დაკოსმოსი".
კიბერ-ომი დღეს ნიშნავს თითქმის შეიარაღებულ ომთან გათანაბრებას. პროპაგანდა საინფორმაციო ომის ხელსაყრელი საშუალებაა, რის გამოც სახელმწიფოსთვის მასმედია სადაზვერვო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრის მნიშვნელოვანი ობიექტია. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. მზვერავი სახელმწიფოს წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად, ოპერატიულ-აგენტურული და ოპერატიულ-ოპერაციული საქმიანობის საწყის, მიმდინარე და საბოლოო ფაზაში „საინფორმაციო ომი“ წარმოადგენს „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთ სახეობას, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი ტერმინია. თუმცა მას პოლიტიკურ ლექსიკონში უკვე თვალსაჩინო ადგილი უკავია.
URI: https://openscience.ge/handle/1/127
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tornike Zedalashvili -Kvleva.pdfკიბერ-ომი როგორც ეროვნული უსაფრთხოების ახალი საფრთხე და პოლიტიკური კონფლიქტის ახალი განსაზღვრება408.16 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 10

135
checked on Nov 25, 2019

Download(s) 20

370
checked on Nov 25, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.