გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1266
სათაური: ჭიათურის მუნიციპალიტეტში გეოპარკის შექმნის და განვითარების პოტენციალის შეფასება
ავტორები: ბერიანიძე, ალექსანდრე 
ხელმძღვანელი: დოლბაია, თამარ 
ხარისხის სახელი: MA in Human Geography
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი გეოგრაფია. Human Geography
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გეოპარკები და იუნესკო
ისტორიული-გეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობა
ჭიათურა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
This research aim is study the historical-geographical existing heritage in the municipality of
Chiatura and determination the social and economic conditions.
Within the scope of the survey, field surveillance was carried out in the existing territory, the
prospective areas were allocated to potential geographical status, as well as the social and economic
characterization of the selected places. This study combines many different disciplines. Research is
important for the region to take care of the heritage of this territory and get to know the international
community.
I believe that this issue deserves the attention of the general public, from its importance and value
to both local and world level.

სამაგისტრო ნაშრომისთვის ჩატარებული კვლევა, მიზნად ისახავს ჭიათურის
მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ- გეოგრაფიული მემკვიდრეობის შესწავლას და
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრას.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა საველე დაკვირვება არსებულ ტერიტორიაზე , გამოიყო
პერსპექტიული არეალები , რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი გახდნენ გეოპარკის სტატუსის
მატარებელნი, ასევე მოვახდინეთ შერჩეული ადგილების სოციალურ და ეკონომიკური
დახასიათება . მოცემული კვლევა აერთიანებს ბევრ სხვადასხვა დისციპლინას. კვლევა
მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რათა მოხდეს ამ ტერიტორიაზე არსებული მემკვიდრეობის
მოვლა პატრონობა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს,
თავისი მნიშვნელობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, როგორც ადგილობრივ, ასევე
მსოფლიო დონეზე.
ჭიათურის ზონა მდიდარია გეომორფოლოგიური მემკვიდრეობით, რასაც ადასტურებს აქ
არსებული მღვიმეთა ჭარბი რაოდენობა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით აქ
არსებული გეოლოგიური ძეგლები ფაქტობრივად გამოკვლეული არ არის და ხშირ შემთხვევაში
ხდება მათი განადგურება სხვადასხვა მიზეზით.
აღნიშნული რეგიონი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გასული საუკუნეების
განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში , როგორც ისტორიული, ასევე გეოგრაფიული და
კულტურული თვალსაზრისითაც. აქ შესაძლებელია შევხვდეთ შუა საუკუნეებით
დათარიღებულ ისტორიულ ძეგლებს და ასევე საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელ შენობა
ნაგებობებს, რომელიც უკავშირდება მანგანუმის მოპოვებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1266
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA.Berianidze sazgeo.pdfჭიათურის მუნიციპალიტეტში გეოპარკის შექმნის და განვითარების პოტენციალის შეფასება2.25 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

138
checked on Sep 27, 2024

გადმოწერა

836
checked on Sep 27, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.