Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/121
Title: ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში: ევროკავშირის „რბილი ძალის“ ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები
Other Titles: ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა
Authors: ვარდოსანიძე, გოჩა 
Keywords: სოციალურi მეცნიერება;საერთაშორისო ტერორიზმი
Issue Date: 2018
Description: 
მსოფლიოში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იპყრობს ისეთ ყურადღებას, როგორსაც ევროკავშირი. ამის მიზეზი მისი უნიკალურობა, იდეა და სტრუქტურაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში შექმნილი ქვანახშირისა და ფოლადის კავშირი ეტაპობრივად განვითარდა და საბოლოოდ ევროპის ძლიერ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში არც ერთ გაერთიანებას კონტინენტზე ისეთი გავლენა არ ჰქონია, როგორიც ევროკავშირს აქვს. ორგანიზაციამ შეძლო წევრი ქვეყნებისთვის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა. ევროკავშირი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გაერთიანება, მას თანამედროვე სამყაროსთვის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ევროპის კავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 16,477 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, რაც მსოფლიოს ნომინალური მშპ-ს 22,2%-ს. 2012 წელს გაერთიანებამ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და დღემდე წარმატებით განაგრძობს მშვიდობისთვის ბრძოლას. ევროკავშირი არაერთი მიმართულებით ლიდერობს მსოფლიო ეკონომიკას და ასევე აქტიურია პოლიტიკურ არენაზე. შესაბამისად ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ ორგანიზაციის წინაშე წარმოიქმნება ხოლმე მსოფლიო ყურადღების ქვეშ მალევე ექცევა. საინტერესოა დავინახოთ ეს გაერთიანება განსხვავებული კუთხით, ავხსნათ მისი მოქმედების თავისებურებები კრიზისულ სიტუაციებში. ზემოაღნიშნული წარმატებების გათვალისწინებით საინტრესოა, თუ როგორ უმკლავდება ორგანიზაცია ბოლო პერიოდში გაზრდილ სერიოზულ ზეწოლას ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ამის ნათელი მაგალითია ბარსელონაში, პარიზსა თუ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები. ამ პრობლემასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან ჩართული, თუმცა უნიკალურია ის გზები, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი ცდილობს დაუპირისპირდეს ტერორიზმის საფრთხეს. ევროკავშირი არ ცდილობს ადგილზე გადაისროლოს სამხედრო პერსონალი, ან სამხედრო კუთხით მოაგვაროს ეს პრობლემა. მისი მიზანია ეკონომიკური ზეწოლის შედეგად აიძულოს ტერორისტული ორგანიზაციები შეწყვიტონ თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/121
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gocha Vardosanidze.pdfევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში: ევროკავშირის „რბილი ძალის“ ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები548.21 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 5

140
checked on Nov 25, 2019

Download(s)

104
checked on Nov 25, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.