Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/120
Title: რელიგიური არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესებზე: ცივილიზაციათა შეჯახების რეალიები გეოპოლიტიკური ტრანზიციის პირობებში
Other Titles: ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა
Authors: ზვიადაძე, გიორგი 
Keywords: სოციალური მეცნიერებები
Issue Date: 2018
Description: 
21-ე საუკუნეში გლობალიზაცია მსოფლიო სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც ცალსახად, განსაზღვრავს ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულების დონეს, ცვლის მათი „შერწყმის“ პარამეტრებს, ხელს უწყობს ნაციონალური ეკონომიკის ინტერნაციონალურ სტრუქტურებში შესვლას. გლობალიზაციის დახმარებით ნადგურდება ყველა ის ბარიერი, რომლებიც წინ ეღობება კაპიტალის მოძრაობას, ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ მიღწევებს, ინფორმაციასა და კვალიფიციურ სამუშაო ძალას. საერთაშორისო მასშტაბებით ეს საშუალებას იძლევა ყველა ინტერნაციონალური სტრუქტურის კონცენტრაციისა პერსპექტიული მიმართულებებით. მსგავს პირობებში წინა ფლანგზე გამოდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ტექნოლოგიური და სოციალური ინფორმაციის ათვისება, მუდმივად ცვალებად ტრანსნაციონალურ გარემოში სწრაფად მოქმედების შესაძლებლობა, საზოგადოების ინფორმაციის მასშტაბები და აგრეთვე, ინტელექტუალური და პოლიტიკური თავისუფლება– როგორც თანამედროვე საზოგადოების საფუძვლები. გლობალიზაციის ფარგლებში ძალას კარგავს ისეთი ცნება, როგორიცაა ნაციონალური სუვერენიტეტი, იმის საპირისპიროდ, რაც იყო მანამდე, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკასთან მიმართებაში მთავარ მოქმედ პირებად გვევლინებოდა სახელმწიფოები. ამჟამად, ფორმირების სტადიაში იმყოფება ახალი, უფრო რთული მსოფლიო სისტემა. მასში ნაციონალურ სახელმწიფოებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ საერთაშორისო ინსტიუტებს და ტრანსნაციონალურ სუბიექტებს. დგინდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც ნაციონალურ ინტერესებზე დომინირებენ საერთაშორისო ვალდებულებები და ნორმები. გლობალიზაციაში ჩართვა, აგრეთვე, ნიშნავს ღირებულებების ისეთი ლიბერალური სისტემების აღიარებას, რომლებიც ქმნიან კულტურულ და სამართლებრივ გარემოს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობად.
URI: https://openscience.ge/handle/1/120
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Zviadadze kvleva.pdfრელიგიური არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესებზე: ცივილიზაციათა შეჯახების რეალიები გეოპოლიტიკური ტრანზიციის პირობებში294.61 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

19
checked on Jul 22, 2019

Download(s)

41
checked on Jul 22, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.