Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/116
Title: შედეგის ობიექტური შერაცხვა ავტოსატრანსპორტო დანაშაულში
Other Titles: ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა
Authors: ბადიროვი, ალი 
Keywords: სამართალი;ავტოსატრანსპორტო დანაშაული
Issue Date: 2018
Description: 
შედეგიანი დელიქტებისთვის ქმედების ობიექტური შემადგენლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია შედეგის ობიექტური შერაცხვა. ეს ახალი და ნაკლებად დამუშავებული ინსტიტუტია ქართულ სისხლის სამართლის დოგმატიკაში.
შედეგის ობიექტური შერაცხვის ინსტიტუტი განვითარდა გერმანიაში გასული საუკუნის მეორე ნახევარში, 80-იანი წლებიდან ის გაბატონდა გერმანულ სისხლის სამართალში, შემდეგ კი - ესპანეთში, ლათინურ ამერიკასა და პოლონეთში. ფართოდ გამოიყენება ობიქტური შერაცხვის კატეგორია საერთაშორისო სისხლის სამართალშიც.
ობიექტური შერაცხვის საკითხი წყდება ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემდეგ. ქართულ სისხლის სამართალში მიზეზობრივი კავშირის პრობლემა საფუძვლიანად არის დამუშავებული. გასული საუკუნის 60-იან წლებში მას ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა პროფესორმა თინათინ წერეთელმა, თუმცა მას შემდეგ ბევრი საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა. საკუთრივ ობიექტურ შერაცხვაზე თინათინ წერეთლის ნაშრომში არაფერია ნათქვამი. მაშინ ეს საკითხი არა თუ ქართულ, გერმანულ სისხლის სამართალშიც არ მუშავდებოდა. არაერთი საკითხი, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართალში ობიექტური შერაცხვის პრობლემად მიიჩნევა, თინათინ წერეთლის თვალსაზრისის მიხედვით, უმეტესწილად განზრახვის ან საზოგადოებრივი საშიშროების (მატერიალური მართლწინააღმდეგობის) პრობლემადაა მიჩნეული. მაგალითად, თინათინ წერეთლის აზრით, ეკვივალენტური თეორიის მიხედვით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემდეგ უნდა გაირკვეს, შეიცავდა თუ არა ქმედება, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, ვითარებათა ფაქტიურ მსვლელობაზე ზემოქმედების რეალურ შესაძლებლობას. ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, სახეზეა საზოგადოებრივად საშიში მიზეზობრიობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/116
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ali Badirovi kvleva.pdfშედეგის ობიექტური შერაცხვა ავტოსატრანსპორტო დანაშაულში292.93 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 20

101
checked on Oct 29, 2019

Download(s) 50

176
checked on Oct 29, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.