გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1112
სათაური: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მართვის თავისებურებანი
ავტორები: კაპანაძე, თათა 
ხელმძღვანელი: ლაკერბაია, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ამხანაგობის ზოგადი დებულებები
ხელშეკრულება
ქონება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების უფლება მისი განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე კლასიკური საკუთრების უფლებისგან განსხვავდება, რადგან საკუთრება შეიძლება განხილულ იქნას ერთგვარ ფიქციად, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს ცალკე საკუთრების უფლებას ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე უხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ვინაიდან, სახლის ცალკეული ბინა ამ სახლის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მასზე ვრცელდება საკუთრების უფლება, სწორედ ეს არის 150-ე მუხლით დადგენილ გამონაკლისი, ამდენად აღნიშნული საკითხი მეტად საინტერესოა.

საცხოვრებელი ერთეულის უფლება მრავალსართულიან ნაგებობებში ქრისტიანულ ერამდე რამდენიმე ათასი წლის წინაც არსებობდა აღმოსავლეთ სამართლებრივ სისტემაში, კერძოდ, ეგვიპტეში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში. მასში საუბარია საცხოვრებელ ერთეულზე საკუთრების უფლების გადაცემაზე ქმრის მიერ საკუთარი მეუღლისთვის.

საქართველოში 1991 წლის მასობრივი პრივატიზაციის შედეგად, რეზიდენტებს კერძო საკუთრებაში გადაეცათ ბინები, რომლებშიც ცხოვრობდნენ და შესაბამისად, მათი მართვაც თავადვე უნდა განეხორციელებინათ. ბინის მაცხოვრებლები გახდნენ ბინათმესაკუთრეები და ბინის მოვლა-პატრონობაც მათივე პასუხისმგებლობა გახდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. იგი რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1112
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kapanadze.pdfბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მართვის თავისებურებანი961.16 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

228
checked on Apr 19, 2024

გადმოწერა

2,337
checked on Apr 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.