გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1077
სათაური: ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა არაქონებრივი ზიანისთვის
ავტორები: გიორგაძე, თორნიკე 
ხელმძღვანელი: ტურავა, პაატა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საჯარო ხელისუფლება
ადმინისტრაციული ორგანო
არაქონებრივი ზიანი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელისუფლებო ძალაუფლების მატარებელი სუბიექტის მოვალეობაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ისე განხორციელება, რომ დაცული იყოს კერძო პირთა უფლებები და არ მოხდეს მათი არამართლზომიერი შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანისათვის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების უფლება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიყენებული ზიანი სრულად, რაც თანაბრად მოიცავს დამდგარ ქონებრივ და მორალურ ზიანს. ადმინისტრაციული ორგანოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანის პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული არაქონებრივი ზიანის გათანაბრების, გაწონასწორების საკითხი წარმოადგენს, რომლის გადაწყვეტაც ქართულ რეალობაში მრავალმხრივ ანალიზს საჭიროებს.
თანამედროვე სამართალბრუნვის პროცესში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს მნიშვნელოვან და მრავალასპექტიან საკითხს, რომელიც დაკავშირებულია სამართლის პრაქტიკისა და თეორიის არაერთგვაროვან მიდგომებთან. თანდათანობით მატულობს ინტერესი ისეთი სიკეთეების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების მიმართ, რომელთა ფულადი სახით გამოხატვაც შეუძლებელია. არაქონებრივი სამართლებრივი სიკეთეების დაცვა გამომდინარეობს და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროსთან. შესაბამისად, განსაკუთრებული ინტერესის საგანია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ აღნიშნული უფლებების ხელყოფის შედეგად გამოწვეული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1077
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro giorgadze.pdfადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა არაქონებრივი ზიანისთვის792.45 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

173
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

1,386
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.