გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1073
სათაური: არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების თაობაზე სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოწვევები
ავტორები: არგანაშვილი, ანა 
ხელმძღვანელი: ხარშილაძე, ირმა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
ფსიქიატრიული მკურნალობა
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომის თემა, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
მკურნალობა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მწვავე შეუთანხმებლობის და
დისკუსიის თემაა. ეს საკითხი აქტიურად განიხილება გაერთიანებული
ერების 193 წევრი ქვეყნიდან, 177-ში. სწორედ, 177-მა ქვეყანამ მოახდინა
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის (UN CRPD)
რატიფიკაცია, რამაც სრულიად შეცვალა არსებული დისკურსი
არანებაყოფლობითი მკურნალობის თემის გარშემო. თუმცა, საკითხის
სირთულიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი კონტექსტიდან
ამოგლეჯილად განხილვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები,
ერთ დღეს, ყოველგვარი წინმსწრები მოვლენების გარეშე არ ხვდებიან
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ. ეს ადამიანები,
ხშირად, მრავალი წლის მანძილზე განიცდიან შეზღუდული შესაძლებლობით
გამოწვეულ დისკრიმინაციას და ჩაგვრას. შესაბამისად, არანებაყოფლობითი
მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია საკითხის
კოტექსტუალიზაცია იმ სამართლებრივ და სოციალურ სივრცეში, სადაც ეს
ადამიანები ცხოვრებენ, მუშაობენ, მათი სხვადასხვა უფლებების რეალიზაცია
ხდება. სწორედ ასეთი სივრცეა სამართლის სპეციალური დარგი:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართალი (Disability Law
)“,
რომელიც მოიცავს იმ სამართლებრივი, სოციალური თუ ეკონომიკური
პირობების რეგულირებას, რომელთა ნაკლებობაც განაპირობებს
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საჭიროებას თუ ბოროტად
გამოყენებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1073
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro arganashvili.pdfარანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების თაობაზე სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოწვევები540.84 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

123
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

349
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.