გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1067
სათაური: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემები
ავტორები: ვაშაყმაძე, თინათინ 
ხელმძღვანელი: ტურავა, პაატა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საკუთრების უფლება
საკუთრების ჩამორთმევა
საქესპროპრიაციო ეტაპი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ინდუსტრიულ განვითარებასთან ერთად, საქართველოში ბოლო წლებია აქტიურად
მიმდინარეობს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და
სხვა საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელება
(ელექტროსადგურების, ღრმაწყლოვანი ნავსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა და სხვ.), რამაც ქმედითი გახადა
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონი და ჩამოაყალიბა გარკვეული პრაქტიკა
ექსპროპრიაციაზე. კანონმდებლობის არასრული და ბუნდოვანი რეგულაციები ერთის
მხრივ ხელს უშლის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულ
განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრეს აყენებს მძიმე სამართლებრივ
მდგომარეობაში.
1

აღნიშნული საკითხის აქტუალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 8 მაისის სხდომაზე,
პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ახლებურად აყალიბებს ექსპროპრიაციის
მარეგულირებელ ნორმებს.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია, დაადგინოს რამდენად პასუხობს
ექსპროპრიაციის მარეგულირებელ ნორმები თანამედროვე გამოწვევებს და
პრაქტიკული ანალიზით წარმოაჩინოს და გამოკვეთოს ის პრობლემატური საკითხები,
რასაც ექსპროპრიაციის ქართული მოდელი შეიცავს. წინამდებარე ნაშრომში
განხილული იქნება ყველა ის არსებითი გარემოება, რაც ერთის მხრივ აფერხებს
ექსპროპრიაციის პროცესის წარმართვას, მეორეს მხრივ კი სერიოზულ საფრთხეს
უქმნის საკუთრების უფლების კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას, ნაშრომი
შემოგვთავაზებს ამ პრობლემური საკითხების გადაჭრის სამართლებრივ მექანიზმებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1067
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro vashakmadze.pdfაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემები612.68 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

121
checked on Apr 25, 2024

გადმოწერა

1,349
checked on Apr 25, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.