Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/860
Title: უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე
Authors: მამაცაშვილი, მარიამ 
Advisor: ჭკუასელი, ქეთევან 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: უმაღლესი სკოლა
პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The following Master's thesis concerns the study of the academic freedom of the lecturers
of Tbilisi State University. As a result of studying the international documents and articles of
the famous researchers, related to this topic, it became clear that one of the conditions for
providing high quality of educational process is academic freedom,
As long as working in a limited environment of academic personnel, cannot be satisfied with
the modern requirements of teaching and research, it will negatively affect not only the
educational process but also the development of a democratic society, because one of its main
values is academic freedom.
The aim of the following Master's thesis is to study the academic freedom of the
University teacher on the example of Tbilisi State University. For achieving this goal, the
following objectives were set:
1. Secondary information analysis;
2. Development of research methodology;
3. Empirical research;
4. Data analysis;
5. Develop Conclusions.
The subject of the research is the academic freedom of the teacher at Tbilisi State
University and the object of research - the process of realization of teacher's academic freedom
in TSU.
The qualitative form of the survey has been used for the thesis – in-depth interviews, through
which the views and experiences of TSU academic staff were revealed on the academic freedom
of the teaching and research process. As a result of data analysis, the lack of finances and time
hinders academic activities that lead to the impossibility of utilizing academic freedom in full
implementation of various important tasks.
It is noteworthy that there is lack of research towards this topic in Georgia, academic freedom is
studied only by analyzing the documents, so our research is the first attempt to study academic
freedom empirically.

სამაგისტრო ნაშრომი შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლექტორთა აკადემიური თავისუფლების კვლევას. მოცემულ თემასთან
დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტებისა და ცნობილი მკვლევრების
სტატიების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ დღეისათვის საგანმანათლებლო
პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ პირობას აკადემიური
თავისუფლება წარმოადგენს, რადგან აკადემიური პერსონალის შეზღუდულ გარემოში
მუშაობისას ვერ დაკმაყოფილდება სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული
თანამედროვე მოთხოვნები, ეს კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ
საგანმანათლებლო პროცესის, არამედ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაზე,
რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება აკადემიური თავისუფლებაა.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა
აკადემიური თავისუფლების კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგალითზე. მოცემული მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანები:
1. მეორეული ინფორმაციის ანალიზი;
2. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება;
3. ემპირიული კვლევა;
4. მონაცემთა ანალიზი;
5. დასკვნების შემუშავება.
კვლევის საგანია მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კვლევის ობიექტი - მასწავლებელთა აკადემიური
თავისუფლების რეალიზაციის პროცესი თსუ-ში.
კვლევისათვის გამოყენებულია გამოკითხვის თვისებრივი ფორმა - სიღრმისეული
ინტერვიუ, რომლის საშუალებითაც გამოვლინდა თსუ-ს აკადემიური პერსონალის
შეხედულებები და გამოცდილება სწავლებისა თუ კვლევის პროცესში არსებულ
აკადემიურ თავისუფლებაზე. მონაცემთა ანალიზის შედეგად მკაფიო გახდა, რომ
ფინანსებისა და დროის სიმცირე აკადემიურ აქტივობებს აფერხებს, რაც იწვევს
სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებისას აკადემიური თავისუფლების
სრული ხარისხით სარგებლობის შეუძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოცემულ თემასთან დაკავშირებით კვლევების
სიმცირეა, აკადემიური თავისუფლება შესწავლილია მხოლოდ დოკუმენტების
ანალიზით, შესაბამისად, ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა აკადემიური
თავისუფლების ემპირიული შესწავლის პირველი მცდელობაა.
URI: https://openscience.ge/handle/1/860
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro mamatsashvili.pdfუმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურთავისუფლების კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგალითზე1.35 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

211
checked on Apr 19, 2024

Download(s)

5,542
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.