Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/850
Title: | ესთეტიკური აღზრდის საგნების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში | Authors: | მაყიშვილი, თამთა | Advisor: | კარანაძე, თამაზ | Degree Name: | Master of Education განათლების მეცნიერებების მაგისტრი |
Degree Discipline: | განათლების მეცნიერებები / Education Sciences | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Social and Political Sciences ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი |
Keywords: | ესთეტიკური აღზრდა საგნების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | In the process of developing a well-developed, mature and educated personality, that we call harmonious upbringing, a great role is given to aesthetic upbringing. Aesthetic upbringing is an organic part of pedagogy and upbringing, and without this, other components of the upbringing, for example, physical, moral, mental, or labor education would not be fully accomplished. Aesthetic upbringing is visible competence. It means that its elements are in all teaching subjects, however , at schools, in the group of esthetic upbringing , educational regulations combines even Music and Art. These given subjects have an important role in the process related to harmonious upbringing of person and the most important is their upbringing function. So, Aesthetic Study Research, more exactly, research on music and art lessons is a topical issue for us. In this regard, we discussed the legislative regulations, studying educational documents and experiences toward learning of aesthetic education in foreign countries, we have found several different studies on this issue and it found out that the process of learning aesthetic education has not been researched yet. So, in this regard, the work is a novelty. We have developed hypotheses around our research. We think that schools do not have realized almost all the goals and objectives set out in the National Curriculum that the document imposes these subjects (music, art). Most teachers may not have enough knowledge of the goals of aesthetic education. Also in our opinion , the involvement of pupils and low interest towards subjects may be caused by the quality of teachers' professionalism. ყოველმხრივ განვითარებული, ჩამოყალიბებული და განათლებული პიროვნების აღზრდის პროცესში, რასაც ჩვენ ჰარმონიულ აღზრდას ვუწოდებთ, უდიდესი როლი ენიჭება ესთეტიკურ აღზრდას. ესთეტიკური აღზრდა პედაგოგიკისა და აღზრდის ორგანული ნაწილია, რომლის გარეშეც აღზრდის სხვა შემადგენელი ნაწილები, იქნება ეს გონებრივი, ფიზიკური, ზნეობრივი თუ შრომითი აღზრდა, სრულფასოვნად ვერ იმუშავებდა. ესთეტიკური აღზრდა გამჭოლი კომპეტენციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ელემენტები ჩადებულია ყველა საგნის სწავლებაში, თუმცა, სკოლაში საგანმანათლებლო რეგულაციები ესთეტიკური აღზრდის ჯგუფში აერთიანებს შემდეგ საგნებს - მუსიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. აღნიშნული საგნების გაკვეთილებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ პიროვნების ჰარონიულად ჩამოყალიბების პროცესში. უდიდესია მათი აღმზრდელობითი ფუნქცია. ამდენად, ესთეტიკური აღზრდის სწავლების კვლევა, უფრო ზუსტად კი მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილების პროცესის კვლევა ჩვენთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით განვიხილეთ საკანონმდებლო რეგულაციები, შევისწავლეთ საგანმანათლებლო დოკუმენტები და ესთეტიკური აღზრდის სწავლების კუთხით უცხო ქვეყნის გამოცდილება, მოვიძიეთ სხვადასხვა კვლევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ესთეტიკური აღზრდის საგნების სწავლების პროცესი ჯერ არავის უკვლევია. ასე რომ, ამ კუთხით აღნიშნული ნაშრომი სიახლეს წარმოადგენს. ჩვენი კვლევის ირგვლივ შევიმუშავეთ ჰიპოთეზა. ვფიქრობთ, რომ სკოლებში თითქმის არ ხორციელდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, რომლებსაც დოკუმენტი აღნიშნულ საგნებს (მუსიკა, ხელოვნება) აკისრებს, შესაძლოა მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ცოდნა ესთეტიკური აღზრდის საგანთა მიზნების შესახებ. და ასევე, ჩვენი აზრით, მოსწავლეთა ჩართულობა და დაბალი ინტერესი საგნების მიმართ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ხარისხით. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/850 |
Appears in Collections: | ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro makishvili.pdf | ესთეტიკური აღზრდის საგნების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში | 943.44 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
423
checked on Apr 25, 2024
Download(s)
2,431
checked on Apr 25, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.