Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/514
Title: Early marriage in Georgia and its impact on health
საქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე
Authors: Dekanadze, Sopiko 
დეკანაძე, სოფიკო 
Advisor: კერესელიძე, მაია 
Degree Name: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
Degree Discipline: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
Keywords: ადრეული ქორწინება
მოზარდის ჯანმრთელობა
სოციალური რისკები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ადრეული ქორწინებების პრობლემის გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, ირღვევა ბავშვთა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: განათლების მიღება, არჩევანის თავისუფლება, განვითარების უფლება და ა.შ. ადრეული ქორწინება არის ძალადობის ფორმა, როდესაც თავად არასრულწლოვანი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც ქორწინებაზე თანხმობას მოჰყვება.
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მიხედვით მას შემდეგ რაც საქართველოში აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, შემცირდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა კვლავ მაღალია არასრულწლოვანი მშობლობის რაოდენობა და პრობლემად რჩება
ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები. ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდის ჯანმრთელობა და სოციალური რისკები ძალზე მაღალია. ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები სრულად არ არიან მომწიფებულნი სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტისა და მოსალოდნელი ქალური დაავადებებისთვის, მათი ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაშია. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/514
Appears in Collections:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro sophiko Dekanadze.pdfსაქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისიგავლენა ჯანმრთელობაზე1.12 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

529
checked on Apr 24, 2024

Download(s)

9,403
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.