Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/468
Title: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზანი და როლი დემოკრატიზაციის პროცესში
Authors: ტაკიძე, თედო 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: ადგილობრივი თვითმმართველობა
არჩევნები
Issue Date: 2019
Abstract: 
XX საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული, მსოფლიოში აღინიშნება მზარდი ტენდენცია რეგიონალიზაციის განვითარებისა და პროცესების დარეგულირების მიმართულებით, ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადგილობრივი დემოკრატია ხანგრძლივი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის წყაროა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო პროცედურების თავისუფალი, სამართლიანი ჩატარება და წარმართვა ამ სტაბილურობის გარანტი.
ზეცენტრალური ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მოქნილნი და უფრო განახლებადნი არიან, უკეთ იცნობენ ადგილობრივ სპეციფიკას და საქმიანობას უფრო ნაკლები დანახარჯებითა და მეტი ეფექტურობით ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ სჭირდება დიდი ძალისხმევა თავისი ტერიტორიების მართვის პროცესში. ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკისრია, არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას, აირჩიონ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ასევე მათი საარჩევნო ხმის თანაბარ ფასეულობას.
სახელმწიფო მართვის პროცესში იკვეთება ორი მიართულება: ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია. ნაშრომში ნათლადაა განხილული ორივე მიდგომა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და განსაკუთრებით ყურადრება გამახვილებულია სწორ დეცენტრალიზაციაზე. დეცენტრალიზაციის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ სუბსიდიარობის პრინციპი: გაუმართლებელი იქნება, თუ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ხელისუფლებას დაეკისრება იმისი გაკეთება, რისი გაკეთებაც შეუძლია უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სახელისუფლებო ორგანოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას, რომელსაც მართავენ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვისა და საკუთარი თანასაზოგადოების ბედზე პასუხისმგებლობის გამოვლენის შესაძლებლობა.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესავალის, ხუთი საკვანძო თავის, ათი ქვეთავისა და დასკვნისაგან. დასკვნების გაკეთებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც აქამდე არსებულმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა კვლევებმა, ასევე ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც დაეფუძნა შემუშავებული რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/468
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro takidze.pdfადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზანი და როლი დემოკრატიზაციის პროცესში814.54 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

294
checked on Apr 16, 2024

Download(s)

1,619
checked on Apr 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.