Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/346
Title: ლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია
Authors: ბოლქვაძე, გიორგი 
Advisor: აფხაზავა, თენგიზ 
Reviewer: ჭილაია, ნინო 
Degree Name: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
Degree Discipline: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
Keywords: ლოჯისტიკის სტრატეგია
ლოგისტიკური ხარისხი
ლოგისტიკური სერვისი
Issue Date: 2019
Publisher: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში “ლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია” შესწავლილი და გაანალიზებულია თეორიული ბაზა ლოგისტიკური სტრატეგიის მიმართულებით. გაკეთებულია ლიტერატურული ანალიზი ამერიკელი და ევროპელი ავტორების გამოცემებისა, რომლებიც ლოგისტიკური პროცესების სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმართულებით მუშაობენ.
შესაბამისად, ჩამოყალიბებულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების ტიპები, მიზნები, უშუალოდ ლოგისტიკური სტრატეგიები, მენეჯერთა როლი სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიღებაში, გაანალიზებულია სტრატეგიული არჩევანის, სტრატეგიული ალიანსების მნიშვნელობა და ამ ბაზაზე ჩამოყალიბებულია მათი ურთიერთკავშირი ღირებულებით კონკურენტუნარიანობასთან მიმართებაში.
დეტალურადაა გაანალიზებული ლოგისტიკურ სტრატეგიაზე მოქმედი ფაქტორები, ასევე, დასახულია სტარტეგიის განვითარებისა და გაუმჯობესების გზები, რომლებიც გამოიყენება ლოგისტიკურ პრაქტიკაში.
ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დღეისათვის ძალზე აქტუალური სერვისების ნაკადების კვლევას უცხოური კომპანიების მაგალითზე. ამ კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბებულია სერვისების ნაკადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმები ლოგისტიკური სტრატეგიების ჭრილში, შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმები.
დასკვნით ნაწილში თეზისების სახით მოცემულია ლოგისტიკური სტრატეგიების პრობლემატიკა და ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გადაწყვეტა ხდება როგორც უშუალოდ კომპანიების, ასევე, რეგიონული (ტერიტორიული) ლოგისტიკური სისტემების შემუშავების დროს. აგრეთვე, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტულ ორგანიზაციებს, კომპანიებს შეიმუშაონ სწორი ლოგისტიკური სტრატეგიები, როგორც მატერიალური, ასევე სერვისების, საინფორმაციო და ფინანსური ნაკადების სწორად დაგეგმვის დროს.
URI: https://openscience.ge/handle/1/346
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro bolqvadze.pdfლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია972.75 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

243
checked on Apr 20, 2024

Download(s)

1,647
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.