Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/343
Title: საგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები
Authors: პატარაია, ია 
Advisor: გოლეთიანი, ქეთევან 
Reviewer: აფხაზავა, თენგიზ 
Degree Name: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
Degree Discipline: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
Keywords: საერთაშორისო ლოჯისტიკა
ლოჯისტიკის საორგანიზაციო ასპექტები
ლოჯისტიკური ჯაჭვები
Issue Date: 2019
Publisher: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი „საგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები“, პირველად ქართულ ლოგისტიკურ რეალობაში, დეტალურად აანალიზებს საერთაშორისო ლოჯისტიკის რეგიონალური ფაქტორების მნიშვნელობას მსოფლიო მეურნეობის განვითარების, როგორც საერთაშორისო ლოჯისტიკის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორის და საერთაშორისო ლოჯისტიკური სტრატეგიების რეალიზების ჩარჩოში.
თეორიული და ლიტერატურული ანალიზი, რომელიც ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, შესაწავლილი და განხილულია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ლოჯისტიკის განვითარების, ასევე, ორგანიზაციათა და გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდების საფუძველზე საერთაშორისო ლოგისტიკაში, საწარმოთა ინტერნაციონალიზაციის ფორმებისა და საერთაშორისო ლოჯისტიკის მართვის საორგანიზაციო სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესების ჭრილში.
ნაშრომის კვლევითი ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ბაზრებზე ლოგისტიკური შუამავლების მოღვაწეობის შესწავლას. ამ საკითხების კვლევა მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ არამარტო ქართულ ბაზარზე, ან მათი მარკეტინგული სტრატეგია განიხილავს უცხოურ ბაზარზე გასვლას. შესაბამისად, წარმოდგენილი კვლევების საფუძველზე მოცემულია მიწოდებათა ჯაჭვის ღირებულების ფორმირების სისტემა, მიწოდებათა საერთაშორისო ჯაჭვის სტრუქტურის ფორმირების ინსტრუმენტები და მექანიზმები, კომპანიებისა და ლოგისტიკური შუამავლების ურთიერთობათა ორგანიზება და ნაკადების ოპტიმიზება მიწოდებათა საერთაშორისო ჯაჭვში.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში ლიტერატურული, თეორიული ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია გადასაწყვეტ ამონაცათა და პრობლემათა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია შეექმნათ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის დროს ლოგისტიკური ამოცანების გადაწყვეტის პროცესში. ამასთან, შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწორედ ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/343
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro pataraia.pdfსაგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები760.76 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

155
checked on Apr 19, 2024

Download(s)

1,965
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.