გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2863
სათაური: ენერგო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში
Energy Business Challenges in Georgia
ავტორები: ტოტიკაშვილი, შოთა 
Totikashvili, Shota 
ხელმძღვანელი: გიგუაშვილი, გიული 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ენერგო ბაზარი
ელექტროენერგია
ენერგეტიკული ბაზარი
მცირე და საშუალო ბიზნესი
განახლებადი ენერგია
energy marke
electricity
energy market
Renewable Energy
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი რგოლია საქართველოს ეკონომიკისთვის, სწორედ ამიტომ, ენერგო ბიზნესის განვითარებით შესაძლებელია ენერგეტიკული სექტორის გაჯანსაღება და რა თქმა უნდა, მონოპოლისტური ბაზრიდან ჯანსაღი კონკურენციის ბაზარზე გადასვლა.
საქართველოში იზრდება ენერგიის მოხმარება, თუმცა ის გენერირებული ენერგია რაც საქართველოშია, ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას და ამის გამო ხდება მეზობელი ქვეყნებიან ენერგიის იმპორტი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სრულად ათვისებას და ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში ჰიდრორესურსების კუთხით არსებული პოტენციალის მხოლოდ 22%-ია ათვისებული, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 90% აჭარბებს.
კვლევის მიზანია იმის დადგენა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოში ენერგო ბიზნესი, რა ხელშეწყობას საჭიროებს იგი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბიზნეს სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, ასევე როგორ აისახება ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ენერგო ბიზნესის წარმომადგენლებზე.
თემის სპეციფიკიდან გამომდინარე მეთოდოლოგიურად შერჩეული იქნა როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევა. თვისობრივი კვლევის მიმდინარეობისას რესპოდენტებმა სიღრმისეული ინტერვიუების სახით უპასუხეს დასმულ კითხვებს, ინტერვიუებში მონაწილეობდნენ ექსპერტები და უშუალოდ ამ სფეროს წარმომადგენლები, ხოლო რაოდენობრივი კვლევის დროს მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სქესის და პროფესიის წარმომადგენლებმა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ენერგო ბიზნესის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, ხაზი გაესვა ყველა იმ დადებით და უარყოფით ასპექტებს რაც განახლებადი ენერგიების გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი სრულად აითვისოს მის ხელთ არსებული განახლებადი ენერგიის წყაროები, ამით ენერგო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დააგენერირონ ენერგია და გაიტანონ ენერგეტიკულ ბირჟაზე გასაყიდად, რისი გათვალისწინებითაც საბოლოო ჯამში შეამცირებენ მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსების წილს.

Energy is the most important link for the Georgian economy, which is why with the development of energy business it is necessary to improve the energy sector, of course, to move from a monopolistic market to a healthy competitive market.
Energy consumption is increasing in Georgia, however, the generated energy that is in Georgia, can not meet the demand of the population and because of this energy is imported from neighboring countries. That is why it is very important to develop hydro resources, despite such importance, today in Georgia 22% is used in terms of hydro resources, in other countries, this number exceeds 90%.
The aim of the research is to determine the state of the energy business in Georgia, what support it needs, and what steps should be taken to support business entities, as well as how the opening of the energy exchange will affect the representatives of the energy business.
Qualitative and quantitative studies were selected as a methodology based on the specificity of the topic. During the qualitative research, the respondents answered several questions in the form of in-depth interviews, with the participation of professors of economics and representatives of this field while representatives of different genders and professions participated in the quantitative research.
The results of the research highlighted the main aspects that the energy business is experiencing, highlighted the challenges of the energy business, ways to overcome them, and all the positive and negative aspects that renewable energy will cause.
Due to Georgia's geographical location, it has the potential to fully utilize the renewable energy sources at its disposal, thus enabling energy business representatives to generate energy and put it up for sale on the energy exchange, which will ultimately reduce imports from neighboring countries.
URI: https://openscience.ge/handle/1/2863
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Shota Totikashvili Samagistro.pdfენერგო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში821.57 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

138
checked on Jun 12, 2024

გადმოწერა

548
checked on Jun 12, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.