Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/266
Title: ბიზნესის პოზიციონირება სოციალურ მედიაში, ფარული რეკლამები სოციალურ ქსელებში
Authors: მოსიაშვილი, გიორგი 
Advisor: სიბაშვილი, გიორგი 
Degree Name: MBA in Management
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Business and Technologies 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი 
Keywords: სოციალური მედია
სოციალური ქსელები
ფარული რეკლამები
Reddit
social media
social networks
hidden advertisements
Issue Date: 2019
Publisher: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
Abstract: 
სოციალური მედიის როლი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში იზრდება. კომპანიებს უჭირთ სოციალურ მედიაში წარმატებით პოზიციონირება და მომხმარებლებთან დაკავშირება. უკეთესი იმიჯის შესაქმნელად და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელზე მისაღწევად, კომპანიები რეკლამირების არაეთიკურ ხერხებს იყენებენ. მოცემული მიზეზით, ფარული რეკლამების სოციალურ ქსელებში გავრცელების გამოკვლევა გადაწყდა. საკითხის გამოსაკვლევად შეირჩა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა Reddit. უშუალოდ კვლევის ჩატარებამდე, ლიტერატურის მიმოხილვით დადგინდა კომპანიების სოციალურ მედიაში წარმატებით პოზიციონირების სტრატეგიები და გამოვლინდა Reddit-ზე მანიპულაციის და ფარული რეკლამების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 10 პოპულარული subreddit ტოპ 100 პოსტის ძირითადი მაჩვენებლები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოსტების 18.7% შესაძლო რეკლამაა, რაც ნორმაზე მაღალია. რეკლამების subreddit-ზე გავრცელება დამოკიდებულია subreddit თემატიკასა და წესებზე. კვლევით ვერ გამოვლინდა ორიგინალურობის, რეკლამირების და subreddit სიღარიბის მაჩვენებლებს შორის კავშირი. თუმცა დადგინდა, რომ მომხმარებლები რეკლამების და პოსტების ცნობილი ავტორების მიმართ ინდეფერენტულები არიან, რაც სავარაუდო რეკლამირებას და პოსტებით მანიპულაციას შესაძლებელს ხდის. მოცემული ნაშრომი მომხმარებლებს ფარული რეკლამების გავლენას წარმოუჩენს, კომპანიებს კი აჩვენებს, რომ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეკლამების გავრცელება მათი პირდაპირი ჩარევის გარეშეც შესაძლებელია. მოცემული კვლევა ასევე პოპულარულ სოციალურ მედია საშუალებებში ფარული რეკლამების გავლენის შესახებ სამომავლო კვლევების ჩატარებას უწყობს ხელს.
URI: https://openscience.ge/handle/1/266
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro mosiashvili.pdfბიზნესის პოზიციონირება სოციალურ მედიაში, ფარული რეკლამები სოციალურ ქსელებში1.37 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

229
checked on Apr 25, 2024

Download(s)

510
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.