Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2509
Title: ავტობიოგრაფიული ჟანრის ნარატოლოგიური საფუძვლები (აკაკი წერეთლისა და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ავტობიოგრაფიული ტექსტების მიხედვით)
Authors: ხვედელიძე, ირაკლი 
Advisor: რატიანი, ირმა 
Degree Name: PhD in Philology
ფილოლოგიის დოქტორი
Degree Discipline: ფილოლოგია / Philology (შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა (ლიტერატურული კომპარატივისტიკა))
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: cognitive narratology
theory of autobiography
consciousness
Akaki Tsereteli
Mariam Jambakur-orbeliani
კოგნიტური ნარატოლოგია
ავტობიოგრაფიის თეორია
ცნობიერება
აკაკი წერეთელი
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The Dissertation research studies two factual autobiographies of the 19th century. The
contemporary theory of autobiography has been formed on the basis of the knowledge of
cognitive sciences (Eakin 2008, Löschnigg 2006). Prior to the given research, these attitudes had
not been applied to the study of Georgian autobiographical texts. When planning the research, it
was also taken into account that the narratological strategies of description of the character’s
consciousness were not fully integrated into the contemporary theory of autobiography.
The purpose of the research was to identify the cognitive basis of functioning of the factual
autobiography and find out how the biographical data of the autobiographer are semanticized in
the autobiographical narrative. Another significant purpose of the research was to implement
detailed analysis of the selected autobiographical texts.
Research methodology was worked out based on the synthesis of the contemporary theory of
autobiography and cognitive narratology. Selection and processing of the textual data were based
on the cognitive grounds of recollection, as well as the importance of emotion for the functioning
of consciousness. Based on cognitive narratology, the author defined the type of textual data that
would be relevant for research purposes.
As a result of the research, it was proved that an inalienable part of factual autobiography is fiction;
the biographical data given in the text are organized based on the homeostatic needs of the
narrator autobiographer; the experiencing autobiographer’s experience, is described in the text
based on continuity and coherence. The study of Akaki Tsereteli’s My Adventure has made it
possible to identify the dynamics of formation of the experience of the experiencing
autobiographer. Research has proved that observation of the emotion of the experiencing
autobiographer is a precondition for the study of formation of the above-mentioned experience.
Georgian factual autobiography of the 19th century hardly ever describes the verbal thoughts of
the experiencing autobiographer. The analysis of Mariam Jambakur-Orbeliani’s biography has
also proved that creation of the factual autobiography is conditioned by the homeostatic needs of the narrator autobiographer. For Mariam, who was old-aged at the time of writing, her written
autobiography fulfilled the function of a cognitive crutch.
The research outcomes are of great theoretical value because, within the framework of the given
research, the contemporary theory of autobiography was enhanced based on narratological
categories worked out for the study of character’s consciousness. This forms substantial grounds
for the study of factual autobiography. Research outcomes are of practical value as well: they form
significant methodological basis for the study of the vast corpus of autobiographies written in the
Georgian language.

სადისერტაციო კვლევით შესწავლილია მე-19 საუკუნის ორი ფაქტუალური ავტობიოგრაფია. ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორია ფორმირებულია კოგნიტური მეცნიერებების ცოდნის გათვალისწინებით (იკინი 2008, ლოშნიგი 2006). ქართული ავტობიოგრაფიული ტექსტების შესასწავალდ აღნიშნული მიდგომები კვლევის ჩატარებამდე არ იყო გათვალისწინებული. კვლევის დაგეგმვისას დეზიდერანტს ქმნიდა ისიც, რომ პერსონაჟის ცნობიერების განსახოვნების ნარატოლოგიური სტრატეგიები სრულად არ იყო ინტეგრირებული ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორიაში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, გამოვლენილიყო ფაქტუალური ავტობიოგრაფიის ფუნქციონირების კოგნიტური საფუძვლები; უნდა დადგენილიყო, ავტობიოგრაფიულ ნარატივში როგორ ხორციელდება ავტობიოგრაფის ბიოგრაფიული მონაცემების სემანტიზება. კვლევის თანაბარი მნიშვნელობის მიზანს წარმოადგენდა საკვლევად შერჩეული ავტობიოგრაფიული ტექსტების დეტალური ანალიზის შედეგად გააზრება. კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორიისა და კოგნიტური ნარატოლოგიის სინთეზირებით. ტექსტობრივი მონაცემების შესარჩევად და მათ დასამუშავებლად გათვალისწინებულ იქნა გახსენების კოგნიტური საფუძვლები, ემოციის მნიშვნელობა ცნობიერების ფუნქციონირებაში; კოგნიტური ნარატოლოგიის საფუძველზე წინასწარ განისაზღვრა, რა ტიპის ტექსტობრივი მონაცემები იქნებოდა რელევანტური კვლევის მიზნების მისაღწევად.
კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ფაქტუალური ავტობიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია ფიქცია, ტექსტში მოცემული ბიოგრაფიული მონაცემები მთხრობელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური საჭიროებების მიხედვითაა ორგანიზებული, ტექსტში განსახოვნებული განმცდელი ავტობიოგრაფის გამოცდილებას განგრძობითობა და კოჰერენტულობა ახასიათებს. აკაკი წერეთლის „ჩემს თავგადასავალში" დადგინდა განმცდელი ავტობიოგრაფის გამოცდილების ფორმირების დინამიკა. განისაზღვრა ისიც, რომ განმცდელი ავტობიოგრაფის ემოციაზე დაკვირვება აღნიშნული გამოცდილების ფორმირების შესასწავლად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს; მე-19 საუკუნის ქართულ ფაქტუალურ ავტობიოგრაფიაში თითქმის არაა განსახოვნებული განმცდელი ავტობიოგრაფის ვერბალური ფიქრი. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ავტობიოგრაფიის ანალიზმაც დაადასტურა, რომ ფაქტუალური ავტობიოგრაფიის შექმნა მთხრობელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური საჭიროებითაა განპირობებული, მოხუცი მარიამისათვის წერილობითი ავტობიოგრაფიის წარმოება კოგნიტური ყავარჯნის ფუნქციას ასრულებდა.
კვლევის შედეგები თეორიული თვალსაზრისით ღირებულია, რადგან ჩატარებული კვლევის ფარგლებში ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორია განივრცო პერსონაჟის ცნობიერების შესასწავლდ შემუშვებული ნარატოლოგიური კატეგორიებით, რაც ფაქტუალური ავტობიოგრაფიის საფუძვლიანად შესწავლის წინაპირობაა. კვლევის შედეგები პრაქტიკული მნიშვნელობისაცაა: ის მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ საფუძველეს ქმნის ქართულ ენაზე დაწერილი ავტობიოგრაფიის დიდი კორპუსის შესასწავლად.
URI: https://openscience.ge/handle/1/2509
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Khvedelidze Disertatsia.pdfავტობიოგრაფიული ჟანრის ნარატოლოგიური საფუძვლები (აკაკი წერეთლისა და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ავტობიოგრაფიული ტექსტების მიხედვით)1.76 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

322
checked on Apr 20, 2024

Download(s)

123
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.