Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2459
Title: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ქირურგიული მკურნალობის რესურსები საქართველო
Authors: მათიკაშვილი, ლევან 
Advisor: ყაზახაშვილი, ნატა 
Degree Name: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
Degree Discipline: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
Keywords: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
საქართველო
ქირურგიული მკურნალობა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-WHO) მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები (CVD) წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს.
მხოლოდ 2012 წელს დაახლოებით 17.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა დაავადებებით, რაც უტოლდება მსოფლიოში ყველა მიზეზით
სიკვდილიანობის ერთ მესამედს, რაც წარმოადგენს გლობალური სიკვდილიანობის 31% -ს.
გარდაცვლილთაგან 85% გამოწვეულია გულის შეტევითა და ინსულტით.
CVD– ები წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევების ჯგუფს,
რომელიც მოიცავს გულის კორონარულ, ცერებროვასკულარულ, მაგისტრალურ და
პერიფერიული სისხლძარღვების, ასევე გულის რევმატიულ პათოლოგიებს. 5 CVD
დაავადებულიდან ოთხის სიკვდილი გამოწვეულია გულის შეტევითა და ინსულტით. ამ
მაჩვენებლის შემთხვევათა ერთი მესამედი ნაადრევად ხდება 70 წლამდე ასაკის ადამიანებში.
WHO-მონაცემებით CVD-ს მაღალი რისკის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება თამბაქოს
მოხმარება, არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება.
ყოველივე აღნიშნული განაპირობებს წნევის მატებას, გლუკოზის შემცველობის მატებას,
სისხლში ლიპიდების მატებას, ჭარბწონიანობას. გამომდინარე აქედან მატულობს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გართულებების რისკი, რადგან დატვირთვა ხდება
გულის კუნთზე, მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე, ასევე ვითარდება
ათეროკსლეროზული დაავადება და სხვა მრავალი სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
WHO-ს რეკომენდაციით თუკი მოსახლეობა დაიცავს ჯანმრთელობის დეტერმინანტებს,
როგორიცაა ჯანსაღი კვება, თამბაქოს მოხმარების შემცირება, კარგი ფიზიკური აქტივობა,
გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც
ცხად ყოფს მაღალ განვითარებული ქვეყნების მიერ მოწოდებული სტატისტიკა.
URI: https://openscience.ge/handle/1/2459
Appears in Collections:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Mathikashvili.pdfგულ-სისხლძარღვთა დაავადებების ქირურგიული მკურნალობის რესურსები საქართველო1.61 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

189
checked on Apr 20, 2024

Download(s)

716
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.