Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2288
Title: სოციალური მუშაკების ძირითადი გამოწვევები საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში
Authors: სიხუაშვილი, ნინო 
Keywords: სოციალური მუშაკები;საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა
Issue Date: 2021
Abstract: 
საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის საფუძველს ბავშვის უფლებების კონვენციის რატიფიცირება წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მიერ 1994 წელს განხორციელდა. სწორედ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს უკავშირდება, სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარება.
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სოციალური მუშაობის საქმიანობის არეალი, ასევე არაერთი ცვლილება განხორციელდა ბავშვთა დაცვის სფეროში, რამაც განაპირობა საკვლევი თემის აქტუალურობა.
ისტორიული მნიშვნელობის ფაქტს წარმოადგენდა 2019 წელს სოციალურ მუშაკთა გაფიცვა, როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ღირსეული სამუშაო პირობების და ბავშვთა დაცვის ეფექტური სისტემის შექმნის მოთხოვნით. სწორედ აღნიშნული მოვლენების ანალიზს ეთმობა სამაგისტრო ნაშრომის ნაწილი. სოციალურ მუშაკთა გამოწვევებთან გამკლავებისთვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედება. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ამ დრომდე ძალაში შესული საკანონმდებლო ღონისძიებების ეფექტურობის კვლევა განხორციელდა, ასევე განხილულია, 2025 წლამდე გასატარებელ ცვლილებათა მოსალოდნელი შედეგები.
ნაშრომი შედგება შესავლისგან ორი თავის, ქვეთავებისა და დასკვნისგან. შესავალში აღწერილია თემის აქტუალობა, დასმულია მეცნიერული სიახლე და გამოკვეთილია პრობლემური საკითხი, რომელის გადაჭრის გზების საპოვნელად არის მიძღვნილი სამაგისტრო ნაშრომი. ნაშრომის პირველი თავი შეეხება საქართველოში სოციალური დაცვის სფეროს განვითარებას. ასევე განხილულია სოციალური მუშობის, როგორც პროფესიის განვითარების ისტორია, მათი სამუშაო პირობები და ძირითადი გამოწვევები. სამაგისტრო ნაშრომის მეორე თავი დათმობილი აქვს სოციალური მუშაკის სამართლებრივი შესალებლობის ანალიზს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სფეროში, ასევე მიმოხილულია სოციალურ მუშაკთა საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები და სამართლებრივი რეგულაციები. ნაშრომის დასასრულს მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები.

In Georgia ratification of the convention on the rights of the child represents of child welfare reform which implemented in 1994 by Georgia. Development of the profession of social worker is connected with the child welfare reform and the process of deinstitutionalization.
In last years significantly expanded the area of social work activity, also numerous changes have been made in the field of child protection, which led to urgency of the research topic.
Social workers strike in 2019 represented a fact of historical significance, when people took the streets with requirement of decent working conditions and making the effective system of children protection. The part of the master thesis is devoted of analysis of these events.
Activation of “the law about social working” represents the most important mechanism of dealing with the challenges of social workers.
Research on the effectiveness of legislative measures activated by this time implemented within the master thesis, also expected results of changes to be made before 2025 has been discussed.
Master thesis consists of introduction, two chapters, subsections and conclusion. Introduction describes relevance of the topic, asked for scientific news and the problematic issue has been identified for which the master’s thesis is dedicated. The first chapter of the thesis is about the development of social protection in Georgia. Also the problem of social working as a history of professional development has been discussed, their working conditions and main challenges. The second chapter of master thesis is about the social workers legal compliance analysis about protection from child abuse, also reviewed mechanisms for supervising the activities of social workers and legal regulations. At the end of the thesis there are some findings of the study given.
URI: https://openscience.ge/handle/1/2288
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Sikhuashvili Samagistro.pdfსოციალური მუშაკების ძირითადი გამოწვევები საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში852.99 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

6
checked on Apr 12, 2021

Download(s)

2
checked on Apr 12, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.