Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2284
Title: მტკიცების სტანდარტი გამოძიების სტადიაზე
Authors: გოგეშვილი, თორნიკე 
Advisor: მეურმიშვილი, ბესიკ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
მნიშვნელოვანი მტკიცებულებები
ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა
Issue Date: 2021
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უფლებამოსილი პირისათვის სახელმძღვანელო მტკიცებულებითი სტანდარტის - დასაბუთებული ვარაუდის ცნებისა და არსის განმარტებას. გამოძიება სისხლის სამართლის საქმის წარმოების უმნიშვნელოვანესი სტადიაა, რადგან სწორედ გამოძიების სტადიაზე, მხარეთა მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება - დამნაშავეა თუ არა ბრალდებული.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ხშირ შემთხვევაში ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შედეგად მოიპოვება. დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტი და შესაბამისი (სასამართლო კონტროლის) პროცედურების განსაზღვრა სწორედ ამ ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების სახელმძღვანელო სტანდარტის შინაარსი ძირითადი უფლებების შეზღუდვის ჭრილში მეტად აქტუალურია.
აღნიშნული მტკიცებულებითი სტანდარტი განხილული იქნება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით. გაანალიზებული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა. წარმოჩენილი იქნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტთან დაკავშირებული, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და შემოთავაზებული იქნება მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
ნაშრომის პირველი თავი ეთმობა სისხლის სამართლის პროცესში მტკიცების სტანდარტებსა და დასაბუთებული ვარაუდის ცნებისა და დანიშნულების განმარტებას. მეორე თავი - სისხლისსამართლებრივი დევნისა და ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მტკიცებულებით საფუძვლებს, ცალკეული, პრობლემატური შემთხვევების განხილვასა და ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. მესამე თავში მოკლედაა მიმოხილული გამოძიების სტადიაზე მტკიცების სტანდარტები კონტინენტური ევროპის და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის ქვეყნებში არსებული კვლევის საგანთან დაკავშირებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, გაკეთებულია შედარებით-სამართლებრივი ანალიზი. ასევე განხილულია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2284
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tornike Gogishvili Samagistro .pdfმტკიცების სტანდარტი გამოძიების სტადიაზე549.38 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

191
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,573
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.