Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2202
Title: წუნდებული საკვები პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ფარგლები
Authors: ჩხიკვიშვილი, ანა 
Advisor: მესხი, გიორგი 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: წუნდებული საკვები პროდუქტი
ზიანის ანაზღაურების ფარგლები
ჯანმრთელობის დაზიანება
Issue Date: 2020
Publisher: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
Abstract: 
The paper is about the actual problem of Georgia, the damage caused by food, amount of its reimbursement. Damage caused by a defective product is very common in Georgia, but consumers do not appeal to the court to impose the manufacturer, so court practice is very scarce. Thus, the paper discusses compensation cases due to damages caused by a tort in general, due to health damages and death, as well as the amount of compensation for moral damage due to health damages and death in accordance with the existing court practice in Georgia. The paper discusses the amount of compensation for moral damage caused by health damage according to the case law in Georgia. The research results show that there has been an increase tendency of determining the amount of damage in recent years, which can be assessed positively from the point of view of human rights. There is also discussed the amount of compensation to the successor in the event of the death of the victim. In the last mentioned case, there was a total changes in the court practice in connection with the decision of the European Court of Human Rights about “Sarishvili-Bolkvadze” case, because Georgian court did not authorize compensation for moral damages in the event of death before this decision.
The paper considers which product is faulty as stated by the legislation of Georgia and Germany, as well as based on the directive of the Council of Europe. This part of the topic also reviews whether the concept of subject matter should include products of primary production or not in accordance with the Civil Code of Georgia. The master's study also includes the problem of establishing a causal relationship in the event of food spoilage.
The near absence of case law about food damages is a significant problem in terms of consumer right protection in the country, as the diversity of case law can also lead to improved legislation and a general “revival” of this area. In fact, there are defective products in the country, but they do not have any legal assessment, because according to Article 2 of the Civil Procedure Code of Georgia, the court considers the case on the basis of an application of a person who wants to protect his/her rights or interests. This problem existed in many countries when it was necessary to raise consumer awareness, as well as in Georgia. It needs time to discuss the problem and identification of the problem to make the problem more visible.

ნაშრომი შეეხება საქართველოში აქტუალურ პრობლემას, საკვები პროდუქტით გამოწვეული ზიანის დადგომისას, ანაზღაურების ფარგლებს. საქართველოში წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანი ხშირია, მაგრამ მომხმარებელი არ მიმართავს სასამართლოს მწარმოებლისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ამიტომ სასამართლო პრაქტიკა ძალიან მწირია. აქედან გამომდინარე, ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ზოგადად დელიქტით წარმოშობილი ზიანის დადგომის შემთხვევაში ანაზღაურების ფარგლები ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალებისას, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალებისას. ნაშრომში განხილულია, ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, რა ოდენობით ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანი და კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ბოლო წლებში ზიანის ოდენობის განსაზღვრისას შეინიშნება მზარდი ტენდენცია, რაც შეიძლება შეფასდეს დადებითად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ასევე განხილულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში უფლებამონაცვლისათვის ასანაზღაურებელი ოდენობა. უკანასკნელ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკაში შეინიშნება სრული გარდატეხა, რაც გამოწვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით „სარიშვილი-ბოლქვაძის“ საქმეზე, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ქართული სასამართლო არ უშვებდა გარდაცვალების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
ნაშრომში განხილულია, რომელი პროდუქტი მოიაზრება წუნდებულად საქართველოსა და გერმანიის კანონმდებლობების მიხედვით, ასევე ევროპის საბჭოს დირექტივის საფუძველზე. თემის აღნიშნულ ნაწილში ასევე-განხილულია საკითხი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ნივთის ცნებაში უნდა შედიოდეს თუ არა პირველადი წარმოების პროდუქტები. სამაგისტრო თემის კვლევა მოიცავს ასევე საკვები პროდუქტით მიყენებული ზიანის შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის პრობლემას.
საკვები პროდუქტით მიყენებული ზიანის შესახებ სასამართლო პრაქტიკის თითქმის არარსებობა არის მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რადგან სასამართლო პრაქტიკის მრავალფეროვნებამ შესაძლებელია კანონმდებლობის დახვეწაც განაპირობოს და ზოგადად „გამოაცოცხლოს“ ეს სფერო. რეალურად ქვეყანაში არსებობს წუნდებული საკვები, მაგრამ სამართლებრივი შეფასება არ აქვს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით სასამართლო საქმეს განიხილავს პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს დაიცვას თავისი უფლება, ან ინტერესი. ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში იდგა, როდესაც მომხმარებლის ცნობიერება საჭიროებდა ამაღლებას და ასევეა საქართველოში, რასაც დრო, ამ საკითხზე მსჯელობა და პრობლემის გამოკვეთა სჭირდება, რათა აღნიშნული პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახდეს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2202
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Anna Chkvishvili Samagistro.pdfწუნდებული საკვები პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ფარგლები958.69 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

304
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,033
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.