Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2201
Title: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში
Authors: გამსახურდია, ანა 
Advisor: მაღლაკელიძე, ლავრენტი 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ბავშვთა პორნოგრაფია
კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია
პორნოგრაფიის დასჯადობა
ინტერნეტის გავლენა ბავშვთა პორნოგრაფიაზე
Issue Date: 2020
Publisher: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
Abstract: 
Due to the vulnerable nature of the child, protection of his / her rights has become a priority of both international organizations and unions, as well as individual countries. Unfortunately, children are often the victims of various forms of violence and commercial sexual exploitation is one of the most common forms of child abuse.
Approaches to pornography vary by country. Some legislation are liberal, while others are much stricter. In contrast, there is a broad consensus on the prohibition of child pornography and it is criminalized in almost every country. however, in many countries there are problems of defining child pornography or appropriate standards of responsibility. These complicate the fight against child pornography on an international level.
The Internet has offered unprecedented opportunities to criminals. There is a lot of child pornography material on the international network. Moreover, this network is a major way of disseminating such material. The Internet does not recognize the borders of the country, it is a transnational phenomenon. Sharing and disseminating child pornography through the Internet is challenge not only for one country, but it’s global problem. Therefore, in order to combat crimes committed through the Internet, it is important to harmonize the national legislation of individual countries with international standards and increase international police cooperation.
Internet child pornography is very linked to cybercrime. Most cybercrimes are committed by individuals, but there are instances, where organized groups of cybercriminals are also involved in crimes. Of course, it is possible for the perpetrator to act alone in creating child pornographic websites and posting material, but the exchange of such material is in most cases a group action. The close connection to cybercrime has made child pornography a transnational challenge. That is why the effectiveness of the fight against this crime essentially depends on international law enforcement cooperation.
Because of the speed and harmful consequences of spread, fighting against child pornography is priority for international law enforcement organizations such as Interpol and Europol. The classic modus operandi of these organizations in the fight against child pornography is not to carry out investigative actions, but to process data and exchange it through secure communication channels. Georgia is actively cooperating with both Interpol and Europol and this significantly increases the effectiveness of the fight against child pornography.

ბავშვის განსაკუთრებულად მოწყვლადი ბუნების გამო მისი უფლებების დაცვა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ კავშირების, ასევე ცალკეული ქვეყნების პრიორიტეტად იქცა. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი. აღსანიშნავია, რომ კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია ბავშვის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის იოლად ხელმისაწვდომობამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ონლაინ სივრცეში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდას.
პორნოგრაფიისადმი მიდგომა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ლიბერალურია, ზოგიერთის კი გაცილებით მკაცრი. აღნიშნულისგან განსხვავებით, ბავშვთა პორნოგრაფიის აკრძალვასთან დაკავშირებით ფართო კონსესუსი არსებობს და იგი თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. საერთო კონსესუსს განაპირობებს ზიანი, რომელიც ადგებათ უშუალოდ ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს და საფრთხეები, რომლის წინაშეც ყველა ბავშვი დგება. ბავშვთა პორნოგრაფია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში კრიმინალიზებულია, თუმცა, ბევრგან არ არსებობს ბავშვთა პორნოგრაფიის დასჯადობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნორმები, ბუნდოვანია ან საერთოდ არ არსებობს ბავშვთა პორნოგრაფიის განმარტება. აღნიშნული კი ართულებს დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლას.
ინტერნეტმა უპრეცედენტო შესაძლებლობები შესთავაზა მათ შორის დამნაშავეთა სამყაროს. დღეისათვის საერთაშორისო ქსელში თავმოყრილია უამრავი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალა. მეტიც, ეს ქსელი პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ძირითადი გზაა. ინტერნეტი არ ცნობს რომელიმე ქვეყნის საზღვრებს, იგი ტრანსნაციონალური მოვლენაა. ამიტომ, ბავშვთა პორნოგრაფიის ინტერნეტის საშუალებით გაზიარება და გავრცელებაც ცდება ერთი ქვეყნის გამოწვევას და იძენს გლობალურ ხასიათს. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის მეშვეობით ჩადენილ დანაშაულთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ზრდა.
ინტერნეტ ბავშვთა პორნოგრაფია მჭიდრო კავშირშია კიბერდანაშაულთან. კიბერდანაშაულთა უმრავლესობა ჩადენილია ინდივიდებისა და არა კრიმინალური ორგანიზაციების მიერ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულში დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფებიც მონაწილეობენ. რაც შეეხება ბავშვთა პორნოგრაფიას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დამნაშავე მარტო მოქმედებდეს ბავშვთა პორნოგრაფიული ვებგვერდების შექმნისა და მასალის განთავსების დროს, თუმცა ასეთი მასალის გაცვლა უმრავლეს შემთხვევაში ჯგუფური ქმედებაა.
კიბერდანაშაულთან მჭიდრო კავშირმა ბავშვთა პორნოგრაფია ტრანსნაციონალურ გამოწვევად აქცია. სწორედ ამიტომ, აღნიშული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა არსებითად დამოკიდებულია სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
სწორედ რომ გავრცელების სისწრაფის, მასშტაბის, ორგანიზებულობისა და მავნე შედეგების გამო ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლა ისეთი საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების პრიორიტეტად იქცა, როგორიცაა, მაგალითად, ინტერპოლი და ევროპოლი. აღნიშნული საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციების კლასიკური modus operandi ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში არა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, არამედ მონაცემთა დამუშავება და უსაფრთხო კომუნიკაციის არხებით გაცვლაა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ინტერპოლთან, ისე ევროპოლთან, რაც ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
URI: https://openscience.ge/handle/1/2201
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ANna Gamsakhurdia samagistro.pdfსაერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში1.19 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

240
checked on Apr 20, 2024

Download(s)

344
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.