Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2191
Title: ქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში
Authors: ჭილაშვილი, მზეონა 
Advisor: ლილუაშვილი, გია 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქორწინებისა და განქორწინების წესი
საოჯახო სამართალი
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში ,,ქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში“ განხილულია ის საყურადღებო და საოჯახო სამართლისათვის მნიშნველოვანი საკითხები, რომლებიც წარმოადგენს ამოსავალ წერტილს საოჯახო ურთიერთობებში და ეხება ფუნდამენტურ საკითხებს.
ნაშრომში განხილული იქნება თემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არაერთი ევროპული ქვეყნის მრავალწლიან პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. რადგანაც თემა ეხება საერთაშორისო სამართალს აუცილებელია შედარება გაკეთდეს საქართველოს კანონმდებლობის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან.
ნაშრომი მოიცავს ისეთ მნიშნველოვან საკითხებს როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, ქორწინების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ისეთი ნორმა, რომელიც შეიძლება ხარვეზული აღმოჩნდეს, ამიტომ აგრეთვე ყურადღება იქნება გამახვილებული, თუ უცხო ქვეყნებში როგორ უდგებიან ან განიხილავენ მსგავს ნორმებს.
ნაშრომში აგრეთვე საუბარი იქნება ისეთ პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, და განვიხილავ უცხო ქვეყნებს, რომლებშიც აღიარებულია ან პირიქით არ აღიარებენ ერთსქესიანთა ქორწინებას, რადგან კონკრეტული საკითხი 21-ე საუკუნეში უფრო მეტ აქტუალობას იძენს და ინტერესსაც იწვევს საზოგადოების მხრიდან.
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს, აგრეთვე იმ სასამართლო პრაქტიკას, რაც აგრეთვე მნიშნველოვანია ნებისმიერი ქვეყნის საკანონმდებლო ისტორიისათვის. სასამართლო პრაქტიკა შეეხება განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე შეიძლება იყოს ეს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ამ შემთხვევაში მნიშნველოვანია სასამართლო რა ნორმას გამოიყენებს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც ყველაზე საინტერესოა ეს გადაწყვეტილებები შეეხება აგრეთვე ქორწინების ხელშეკრულებასაც, ეს იქნება განქორწინების შემდგომ დადებული კონტრაქტი თუ სხვა, და აგრეთვე მნიშვნელოვანია ნაშრომში განხილული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების საქართელოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხებს.
ნაშრომის ბოლოს გაკეთებული იქნება დასკვნა, რომელიც შეაჯამებს ნაშრომის პერიოდში განხილულ პრობლემატურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებს.
სწორედ ეს გახლავთ ნაშრომის მიზანი, რომ უკეთ წარმოაჩინოს ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები გამოავლინოს უცხო ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2191
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
mzeo chilashvili.pdfქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში725.25 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

262
checked on Apr 18, 2024

Download(s)

656
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.