Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2184
Title: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე პროცესებში
Other Titles: (ქ. რუსთავის მაგალითზე)
Authors: ბელქანია, ბაკურ 
Degree Name: Master of Public Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარება
მოქალაქე
მოქალაქეობა
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
One of the most important areas in the world reform system is the establishment and development of civil society, but very few can explain what civil society is. The word "civil society" is not as literally as "non-civic".Any society is made up of citizens and it is not even considered without them. Only the pre-classical, non-socialized society can’t call the city because the society was primitive and at the same time unreliable, secondly because there were no such terms as "citizens", "citizenship".
The formation of civil society has a long history, which has been fundamentally funded at various stage of social development on the subject of political subjects. The civil society will represent the unity of the subjects, which decide to take control of the state management and delegated power.The formation of civil society has a long history, which has been fundamentally funded at various stage of social development on the subject of political subjects. The civil society will represent the unity of the subjects, which decide to take control of the state management and delegated power.
Civil society is a creator of high-quality, cultural and social products, which is responsible for transferring past experiences, cultural and social values to future generations. The method of sharing contributes to the transformation of the society into the correct, rational unity, which plays an important role in the growth of the country's development coefficient.It is important to consider such aspects that civil society will consider as a failed community, examples are quite numerous and mostly characterize citizens of less developed countries. In such cases the civil society does not have unity, common values and an effective and rational plan of action that generates some frequent confrontations.It is important to consider such aspects that civil society will consider as a failed community, examples are quite numerous and mostly characterize citizens of less developed countries. In such cases the civil society does not have unity, common values and an effective and rational plan of action that generates some disbalances and frequent confrontations.
It is important to form civil society from local sites before we talk about globalization. Local self-governments and municipalities have a major role in supporting the local population in order to transform civil society and take direct participation in such important activities as globally important for both the region and the state.

მსოფლიო რეფორმების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების პროცესს, მაგრამ ძალიან ცოტას თუ შეუძლია ახსნას, რა არის სამოქალაქო საზოგადოება. სიტყვათაშერწყმა „სამოქალაქო საზოგადოება“ პირობითად, ისევე როგორც „არასამოქალაქო“ არ არსებობს. ნებისმიერი საზოგადოება შედგება მოქალაქეებისგან და მათ გარეშე არც კი მოიაზრება. მხოლოდ ადრეკლასობრივ, არაცივილიზებულ საზოგადოებას ვერ ვუწოდებთ სამოქალაქოს, რადგან, საზოგადოება მაშინ იყო პრიმიტიული და, ამასთან ერთად, არათანასწორი, მეორეც, იმიტომ, რომ აღნიშნულ საზოგადოებაში საერთოდ არ იყო ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მოქალაქე“, „მოქალაქეობა“.
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, რაც სოციალური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ძირეულად იყო გადაკვეთილი პოლიტიკური სუბიექტების სამოქმედო კურსზე. სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგებს სუბიექტთა ისეთ ერთიანობას, რომელებიც წყვეტენ თუ ვის ჩააბარონ სახელმწიფო მართვის სადავეები და მიანიჭონ დელეგირებული ძალაუფლება. სამოქალაქო საზოგადოებას დღესდღეობით აკისრია მაკონტროლებელი ფუნქცია, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების ანგარიშვალდებულებით.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მაღალზნეობრივი, კულტურულ-სოციალური პროდუქტის შემქმნელს, რომელსაც ევალება წარსულში მიღებული გამოცდილების, კულტურულ-სოციალური ღირებულებების ტრანსფერირება მომავალ თაობაზე. ასეთი გაზიარების მეთოდი ხელს უწყობს საზოგადოების სწორ, რაციაონალურ ერთობად გარდაქმნას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარების კოეფიციენტის ზრდაში. მნიშვნელოვანია შევეხოთ ისეთ ასპექტებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავს როგორც არშემდგარ ერთობას, ამის მაგალითები საკმაოდ მრავლადაა და ძირითადად ახასიათებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს. ასეთ შემთხვევებში სამოქალაქო საზოგადოებას არ გააჩნია ერთიანობა, საერთო ღირებულებები და მოქმედების ეფექტურ-რაციონალური გეგმა, რაც წარმოშობს ერთგვარ დისბალანსს და ხშირია დაპირისპირებები. კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმთავრესი ამხსნელი ცვლადია არაეფექტური სახელმწიფო კურსი, ან მაღალი დონის გავლენა ქვეყნის გარეთ მოთამაშე პოლიტიკური სუბიექტისგან, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს საზოგადოებას. აზრთა დისბალანსი, საკითხების მიმართ განსხვავებული შეხედულებები და არაფორმირებული სახელმწიფო კურსი ხშირ შემთხვევაში აფერხებს, ანელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და გაერთიანებას. დღევანდელ მსოფლიოში ასეთი მაგალითი საკმაოდ მრავლად მოიძებნება.
მნიშვნელოვანია შევეხოთ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას ლოკალური ადგილებიდან სანამ გლობალურზე ვისაუბრებთ. სწორედ, ადგილობრივი თვითმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებს აკისრიათ ფორს მაჟორი როლი ადგილობრივი მოსახლეობის ხელშესაწყობად, რათა ტრანსფორმირდნენ სამოქალაქო საზოგადოებად და მიიღონ უშუალო მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებში რომლებიც გლობალურად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისათვის, ასევე, სახელმწიფოსთვის. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე პროცესებში და კვლევისთვის წარმოდგენილია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი. წარმოდგენილი ქალაქი ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა კუთხისა და ეროვნების სუბიექტებით, რაც საშუალებას მომცემს აღნიშნული კვლევა მულტიკულტურულ-მულტიეთნიკურ პროცესში ჩავატარო.
URI: https://openscience.ge/handle/1/2184
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
bakur belqania.pdfსამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე პროცესებში837.56 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

255
checked on Apr 25, 2024

Download(s)

265
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.