Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2139
Title: სუბროგაციის პრინციპის გამოყენების დაუშვებლობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას
Authors: ზვიადაძე, თამარი 
Advisor: კარტოზია, მაკა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სადაზღვევო სამართლის მომწესრიგებელი ნორმები
სუბროგაციის პრინციპი
სუბროგაციის არსი, მნიშვნელობა და მიზნები
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
Insurance is becoming more and more important with the development of social relations. Civil turnover is accompanied by risks that the subject of the law tends to avoid or reduce. It is the risk that the insurance company offers to its clients. For this he receives an insurance premium in return.
The rules of insurance law have several purposes. The most important of these is to avoid unjust enrichment. It applies to both the insurer and the injured party. The principle of subrogation applies in the insurance law to exclude the possibility of unjust enrichment of a person, which implies the transfer of the right of claim to the insurer. The paper discusses the essence, meaning and goals of subrogation. A prerequisite for its use is compensation for accidental damage caused by insurance.
The application of the principle of subrogation to the insurer's family is excluded, except in the case of intentional damage. The purpose of the restriction is to protect the property of the insurer. It should be noted that the family should not be understood only in a formal sense and for the purposes of insurance law it should be interpreted as the cohabitation of partners and the implementation of a single family farm, regardless of whether such a union is registered.
Civil liability is one type of insurance. The Insurer assumes the risk of committing a possible unlawful act by the Insurer. Its purpose is to release the insurer from property liability. It is important to note that the insurer's liability for damages does not apply in the event of intentional damage. The legislator in such a case leaves the insurer beyond protection.
The present paper contrasts subrogation and civil liability insurance. It can be said that this is a conflict of interests between the insurer and the insurer, which must be resolved in favor of the insurer itself based on the essence and purposes of civil liability insurance. It is not permissible for a person to pay an insurance premium and then claim compensation for the damage caused.
The paper also Anti-subrogation rules in Georgian law and Georgian court practice are discussed. The court decision on the application of the principle of civil liability insurance subrogation has been criticized.

დაზღევა სოციალური ურთიერთობის განვითარებასთან ერთად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სამოქალაქო ბრუნვას თან ახლავს რისკები, რომლის თავიდან აცილების ან შემცირებისაკენ მიილტვის სამართლის სუბიექტი. სწორედ რისკის საკუთარ თავზე აღებას სთავაზობს სადაზღვევო კომპანია კლიენტებს. ამისათვის კი სანაცვლოდ სადაზღვევო პრემიას იღებს.
სადაზღვევო სამართლის მომწესრიგებელ ნორმებს რამდენიმე მიზანი აქვს. მათ შორის უმთვრესი უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებაა. იგი ეხება, როგორც დამზღვევს, ისე ზიანის მიმყენებელ მესამე პირსაც. პირის უსაფუძვლო გამდიდრების შესაძლებლობის გამორიცხვისათვის სადაზღვევო სამართალში მოქმედებს სუბროგაციის პრინციპი, რაც გულისხმობს მზღვეველზე მოთხოვნის უფლების გადასვლას. ნაშრომში განხილულია სუბროგაციის არსი, მნიშვნელობა და მიზნები. მისი გამოყენების წინაპირობა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.
სუბროგაციის პრინციპის გამოყენება გამოირიცხება დამზღვევის ოჯახის მიმართ, გარდა განზრახ მიყენებული ზიანის შემთხვევისა. შეზღუდვის მიზანი დამზღვევის ქონების დაცვაა. აღსანიშნავია, ოჯახი არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ფორმალური გაგებით და სადაზღვევო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა განიმარტოს, როგორც პარტნიორების ერთობლივი ცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობის განხორციელება, მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებულია თუ არა ასეთი კავშირი.
სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვევის ერთ-ერთი სახეა. მზღვეველი იღებს რისკს დამზღვევის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე. მისი მიზანი დამზღვევის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მზღვეველის ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ ვრცელდება ზიანის განზრახ მიყენების შემთხვევაში. კანონმდებელი ასეთ დროს დამზღვევს დაცვის მიღმა ტოვებს.
წინამდებარე ნაშრომში შეპირისპირებულია სუბროგაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. შეიძლება ითქვას, ეს არის დამზღვევისა და მზღვეველის ინტერესთა კონფლიქტი, რაც დამზღვევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს თავად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსისა და მიზნებიდან გამომდინარე. დაუშვებელია, პირი იხდიდეს სადაზღვევო პრემიას და შემდგომ საკუთარ თავს მოსთხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნაშრომში, ასევე, განხილულია საერთო სამართალში მოქმედი ანტისუბროგაციული წესები და ქართული სასამართლო პრაქტიკა. გაკრიტიკებულია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სუბროგაციის პრინციპის გამოყენების თაობაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/2139
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamar Zviadadze Samagistro.pdfსუბროგაციის პრინციპის გამოყენების დაუშვებლობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას344.75 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

147
checked on Apr 24, 2024

Download(s)

381
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.