Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2121
Title: საბაზო და საშუალო კლასის მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა თბილისის საჯარო სკოლებში
Authors: გოგბერაშვილი, გიორგი 
Advisor: ბიბილაშვილი, ლილი 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
Keywords: მასწავლებლის პროფესიული გადაწვა
განათლების მნიშვნელობა და მასწავლებელთა როლი
თბილისის საჯარო სკოლები
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
The aim of the master's thesis "Professional Burnout of Elementary and High School Teachers in Tbilisi Public Schools" is to identify and analyze the factors and parameters that lead to professional burnout of teachers in Tbilisi public schools. In a modern, well-developed countries, the issue of professional burnout of teachers is one of the most pressing issues and for developing countries, including Georgia, the issue is even more important because of constant reforms, overtime work, unhealthy deficiencies in the school environment, imbalances between available resources and excessive demands put teachers under constant stress.
The master thesis " Professional Burnout of Elementary and High School Teachers in Tbilisi Public Schools " is dedicated to the above-mentioned problems. The thesis aims to identify and analyze the factors and parameters causing professional burnout of teachers in Tbilisi public schools.
The research was conducted on issues related to this very topical issue: whether a significant number of teachers employed in Tbilisi public schools are experiencing professional burnout and its consequences; Whether deficiencies in the education system and school organizational culture and management style are the determinants of professional burnout; The connection between teachers’ burnout and number of students, age, length of service and competence; What is the impact of the so-called "Tutoring Institute" on the professional burnout of a teacher.
Both quantitative and qualitative research methods are used in the thesis. For quantitative research, we used Kristina Maslach's professional burnout tool for education staff, according to which 238 teachers from Tbilisi public schools were interviewed. For qualitative analysis, interviews were conducted with education analysts, researchers and managers who had extensive experience working with teachers.
The master's thesis presents the results of the research and the conclusion, according to which three hypotheses were justified: a significant part of teachers employed in Tbilisi public schools suffer from professional burnout and its consequences, shortcomings of the education system, organizational culture and management style; The professional burnout of teachers is affected by the so-called "Institute of Tutoring". One hypothesis was partially justified: the professional burnout of teachers is related to various indicators: competence, teacher experience, number of students.
Recommendations are developed based on the research results.
The questionnaire used for the research is attached to the thesis below

სამაგისტრო ნაშრომის „საბაზო და საშუალო კლასის მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა თბილისის საჯარო სკოლებში“ მიზანია დაადგინოს და გაანალიზოს ის ფაქტორები და პარამეტრები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიულ გადაწვას იწვევს თბილისის საჯარო სკოლებში. თანამედროვე განვითარებულ სამყაროში მასწავლებლების პროფესიული გადაწვის საკითხი განათლების მნიშვნელობისა და მასწავლებელთა როლის გათვალისწინებით ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო წინა პლანზე იწევს, რადგან მუდმივი რეფორმები, ზედმეტი საათობრივი გადატვირთვა, არაჯანსაღი სასკოლო გარემო, განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ხელმისაწვდომ რესურსებსა და გადაჭარბებულ მოთხოვნებს შორის დისბალანსი პედაგოგებს მუდმივ სტრესში ამყოფებს.
სწორედ ზემოთ აღნიშულ პრობლემებს ეძღვნება სამაგისტრო ნაშრომი „საბაზო და საშუალო კლასის მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა თბილისის საჯარო სკოლებში“, ნაშრომის მიზანია თბილისის საჯარო სკოლებში, მასწავლებლის პროფესიულ გადაწვის გამომწვევი ფაქტორების და პარამეტრების დადგენა და გაანალიზება.
ნაშრომში ფარგლებში ჩატარდა კვლევა ამ მეტად აქტუალურ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თბილისის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის თუ არა პროფესიულ გადაწვას და მის შედეგებს; განათლების სისტემის ხარვეზები და სკოლის ორგანიზაციული კულტურა და მართვის სტილი არის თუ არა პროფესიულ გადაწვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი; კავშირი მასწავლებლის პროფესიულ გადაწვასა და მოსწავლეთა რაოდენობას, ასაკს, სამუშაო სტაჟსა და კომპეტენციას შორის; რამდენად მოქმედებს ე.წ. „რეპეტიტორობის ინსტიტუტი“ პედაგოგის პროფესიულ გადაწვაზე.
ნაშრომში გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი კვლევისთვის გამოვიყენეთ კრისტინა მასლაჩის პროფესიული გადაწვის ინსტრუმენტი განათლების სფეროში დასაქმებულთათვის, რომლის მიხედვით გამოიკითხა თბილისის საჯარო სკოლების 238 მასწავლებელი, ხოლო თვისებრივი ანალიზისთვის ჩატარდა ინტერვიუები განათლების სფეროს ანალიტიკოსებთან, მკვლევარებთან და მენეჯერებთან, რომლებსაც ჰქონდათ პედაგოგად ან პედაგოგებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.
სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები და დასკვნა, რომლის მიხედვით სამი ჰიპოთეზა გამართლდა: თბილისის საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის პროფესიულ გადაწვას და მის შედეგებს, განათლების სისტემის ხარვეზები, სკოლების ორგანიზაციული კულტურა და მართვის სტილი, მასწავლებელთა პროფესიულ გადაწვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია; მასწავლებელთა პროფესიულ გადაწვაზე მოქმედებს ე.წ. „რეპეტიტორობის ინსტიტუტი“. ნაწილობრივ გამართლდა ერთი ჰიპოთეზა: მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა კავშირშია სხვადასხვა მაჩვენებელთან: კომპეტენციასთან, მასწავლებლის სტაჟთან, მოსწავლეთა რაოდენობასთან.
კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები.
ნაშრომს დანართის სახით თან ერთვის კვლევისთვის გამოყენებული კითხვარი
URI: https://openscience.ge/handle/1/2121
Appears in Collections:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Gogberashvili.pdfსაბაზო და საშუალო კლასის მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა თბილისის საჯარო სკოლებში1.49 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

259
checked on Apr 19, 2024

Download(s)

332
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.