Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2102
Title: ციფრული მარკეტინგის განვითარება და მისი გამოყენება საავიაციო ინდუსტრიაში
Authors: ლაცაბიძე, მერი 
Keywords: ციფრული მარკეტინგი;საავიაციო საწარმოები
Issue Date: 2020
Abstract: 
თანამედროვე სამყაროში, იმისათვის რომ იყო წარმატებული, როგორც კომპანია და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი, ძალიან დიდ კონკურენციასთან გიწევს ჭიდილი, პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების მიწოდების თითქმის ყველა სფროში. თუმცა, ამავდროულად 21-ე საუკუნე გვთავაზობს ისეთი სახის ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ზემოაღნიშნულ კონკურენციას შედარებით მარტივად გავუმკლავდეთ. უფრო კონკრეტულად, ინტერნეტი, ტენოლოგიური სიახლეები და ინოვაციები, კომპანიებს საშუალებას აძლევენ მარტივად, ზედმეტი ხარჯებისა და ძალისხმევის გარეშე წარადგინონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელთა ფართო აუდიტორიის წინაშე და მიიღონ მათგან შესაბამისი გამოხმაურება. ასევე, ეს საშუალებები მათ ეხმარებათ გამოავლინონ პოტენციური მომხმარებლების საჭიროებები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.
ყველა ზემოაღნიშნული პროცესი და საშუალება, ერთიანდება მთლიან სისტემაში, რომელსაც ვუწოდებთ ციფრულ მარკეტინგს. ციფრული მარკეტინგი, ზოგადად მარკეტინგის ისტორიაში წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ სახეს, რადგან მისი უპირატესობების ჩამონათვალთა სია უსასრულოა. ციფრული მარკეტინგი საშუალებას იძლევა, მყისიერად, ზედმეტი ფინანსური თუ შრომითი დანახარჯების გარეშე დამყარდეს კავშირი პოტენციურ მომხმარებელთან და მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.
ნაშრომის მიზანია იმის ჩვენება თუ რას გულისხმობს ზოგადად ციფრული მარკეტინგი, როგორ ხდება მისი ავიაციაში დანერგვა-გამოყენება და ავიასაწარმოების მიერ, მისი მეშვეობით ძალიან დიდი სარგებლის მიღება. ეს ინფორმაცია მიღებულ იქნა ძირითადი და მეორეული სახის ლიტერატურის შესწავლა-დამუშავებით. გამომდინარე იქიდან, რომ თემა ახალია, ეტაპობრივად მუშავდება (მსოფლიოს მასშტაბით) და ჯერ კიდევ ათვისების პროცესშია, ქართული ლიტერატურა მის შესახებ ნაკლებად არსებობს. ამიტომ, ნაშრომში ძირითადად გამოყენებულია უცხოური ლიტერატურა, ვებ გვერდები (რომელთა ავთენტურობა გადამოწმებულია), უცხოური სტატისტიკური სამსახურებისა და საავიაციო უწყებების, ორგანიზაციების და კომპანიების მონაცემები, ასევე, ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ციფრულ მარკეტინგს შეუძლია ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოს საავიაციო საწარმოებს და გაზარდოს მათი საქმიანობის ეფექტურობა ბევრი განხრით. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს სარგებელი მოიცავს: ავაისაწარმოსა და მის მომხმარებლებს შორის როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება-გამყარება, კავშირისა და უკუკავშირის სიმარტივეს; კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებას; კორპორატიული კავშირების შექმნასა და ხელშეწყობას; პროდუქციის და მომსახურების წარდგენას, მიწოდებასა და გაყიდვების ხელშეწყობას (პრომორცია); საბაზრო კვლევების ჩატარების სიმარტივეს.

In contemporary world, to be successful as a company and part of the any business, you have to stroggle with a huge competition, in any sphere of production of product and service. But, meanwhile 21 century offers us such kind of technological innovations that helps to handle the mention kind of competition. To be more specific, internet and technological novelty help companies to present their product and services to wide group of customers and to get relevant response from them without any excess expenditures or effort. Also, these assets (internet and technologival innovations) help them to identify the needs of potential customers and respond to them accordingly.
All the processes and opportunities mentioned above consolidate in a whole system which is called Digital Marketing. Digital Marketing is the most successful kind in history of marketing, because the list of its advantages is endless. Digital marketing helps to connect with potential customers and exchange all the essential information instanter, without any extra financial or labour expanses.
The purpose of this work is to show the meaning of Digital Marketing, how airports and airlines use it and how they get benefits. This information was gained from studying and processing main and secondary literature. Because of newness of this theme, we don’t have Georgian literature about it. It is extorted gradually on a world scale and datas are available in English. So, in this work is used foreign literature, web-sites, datas from foreign statical and aviation departaments, organizations and companies and also results from taken questionnaire survey.
On the basis of this research confidently was established that airports and airlines can benefit a lot from use of Digital Marketing, and this kind of marketing activities can increas efficiency of that industrial units. The benefits, mentiond above can be formulated brifely:
Digital marketing can establish and reinforce formal and infromal relations between airports and airlines and their customers and also simplify feedback;
Digital markting helps to handle conjunctures easily;
Digital makreting forms and assistances corporate ties;
Digital marketing helps in presentation, supplying, selling and promoting the product or service;
Digital marketing smiplifies helding market researches.
URI: https://openscience.ge/handle/1/2102
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Meri Latsabidze samagistro.pdfციფრული მარკეტინგის განვითარება და მისი გამოყენება საავიაციო ინდუსტრიაში2.09 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

15
checked on Sep 22, 2020

Download(s)

4
checked on Sep 22, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.