Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2097
Title: აშშ-ჩინეთის თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები
Authors: ხვიჩია, საბა 
Degree Name: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობები
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Humanitarian and Social Science 
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
Keywords: სახელმწიფოთა ერთობლიობა
სოციალური პროცესები
XXI საუკუნის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები
ჩინეთ-ამერიკის თანამედროვე ურთიერთობები
Issue Date: 2020
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
The combination of countries creates a modern international system. Today, large and small countries are actively participating in various social processes around the world. However, the political climate is still created by the superpowers, which are trying to take their own positions by all means. CHINA-US relations play an important role in foreign policy in the 21st century.
China's fast-growing economy is in stark contrast to the possible hegemony of the United States, so the issue of China is quite topical in American politics and is on the agenda of international relations.
The aim of this master's thesis is to study the modern Chinese-American relations, and more specifically, our goal is to study the interests of the two global countries and methods of struggle to gain influence and advantage.
There are a number of challenges in China-US relations that can seriously damage relations between the two countries.
China-US relations have been unfavorable in recent years and have changed dramatically with the change of US presidents. The issues of Taiwan, Hong Kong, Xinjiang concentration camps and the South China Sea occupy an important place.
An important factor is the trade relations between them, which is a priority for both countries, and the need for deepening the partnership between the leaders of the states has been repeatedly mentioned.
The United States is a world leader and has virtually no competitors for a long time after the end of the Cold War. Russia has tried to become a rival to the United States, but to no avail, and since then the Chinese state has been able to compete with the United States, which has led to even more controversy. However, it should be noted that the United States is a global leader involved in ensuring global security and showing interest in maintaining stability in the world. As for China, it is mainly interested in influencing its own region and concentrating on neighboring countries. However, it has economic interests, through which it increases its opportunities for influence around the world.
It should be noted that the relations between the two superpowers and especially the controversies have a significant impact on the international political picture and cause

სახელმწიფოთა ერთობლიობა ქმნის თანამედროვე საერთაშორისო სისტემას. დღეს დიდი თუ პატარა ქვეყნები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოში მიმდინარე სხვა და სხვა სახის სოციალურ პროცესებში. თუმცა პოლიტიკურ ამინდს მაინც ზესახელმწიფოები ქმნიან, რომლებიც ყველა გზებითა და ბერკეტებით ცდილობენ საკუთარი პოზიციების გატარებას. ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს XXI საუკუნის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.
ჩინეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქტიურ კონკურენციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო ჰეგემონიას, აქედან გამომდინარე ჩინეთის საკითხი ამერიკის პოლიტიკაში საკმაოდ აქტუალურია და მთავარ ადგილს იკავებს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში.
აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის მიზანია შეისწავლოს ჩინეთ-ამერიკის თანამედროვე ურთიერთობები, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენს მიზანს წარმოადგენს შევისწავლოთ ორი გლობალური აქტორის ინტერესები და ბრძოლის მეთოდები გავლენისა და უპირატესობის მოსაპოვებლად.
ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებობს არაერთი სახის გამოწვევა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. მათ შორის ურთიერთობები არასახარბიელო იყო წინა წლებშიც და ის აქტიურად იცვლებოდა ამერიკის პრეზიდენტების ცვლასთან ერთად, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მძიმე ფაზაში შევიდა 2020 წლის დასაწყისიდან, რაც უკავშირდება კოვიდ 19-ს და მასთან დაკავშირებულ არაერთი სახის დეზინფორმაციასა თუ პროპაგანდას, ამასთანავე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტაივანის, ჰონ-კონგის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების, სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხები.
წლების მანძილზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდაამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც პრიორიტეტულია ორივე სახელმწიფოსთვის და არაერთხელ აღინიშნა სახელმწიფოთა ლიდერების მიერ მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხის აუცილებლობის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა და მას ფაქტიურად არ ყავდა კონკურენტი ცივი ომის დასრულების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში. რუსეთი ეცადა გამხდარიყო გაეწია კონკურენცია, თუმცა უშედეგოდ.წლების შემდეგ პოლიტიკურ სარბიელზე ჩნდება ჩინეთის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო და მძაფრი კონკურენცია გაუწია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც გახდა კიდევაც მიზეზი მათი დაპირისპირების მიზეზი, რის შემდეგადაც მათ შორის ურთიერთობები დაეფუძნა კონკურენციის პრინციპს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამერიის შეერთებული შტატები არის გლობალური ლიდერი, რომელიც ჩართულია მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავლენს ინტერესს მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებით. რაც შეეხება ჩინეთს ის ინტერესს ძირითადად საკუთარ რეგიონზე გავლენის დამყარებაში ავლენს და კონცენტრირებულია მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა მას აქვს ეკონომიკური ინტერესები, რომლის საშუალებითაც ის ზრდის თავისი გავლენის შესაძლებლობებს მთელს მსოფლიოში.
უნდა აღინიშნოს, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით დაპირისპირებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკურ სურათზე და იწვევსმნიშვნელოვან ძვრებს სახელმწიფოთა ურთიერთობის კონტექსტში.
URI: https://openscience.ge/handle/1/2097
Appears in Collections:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Saba Khvichia Samagistro.pdfაშშ-ჩინეთის თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები892.55 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

466
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,126
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.