Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2087
Title: ისლამიზმის გავლენა ეგვიპტის საშინაო პოლიტიკაზე და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები
Authors: ხოხონიშვილი, ლაშა 
Advisor: კაპანაძე, მაია 
Degree Name: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Institution: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social Sciences 
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ისლამიზმი
ეგვიპტის საშინაო პოლიტიკა
რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები
Issue Date: 2020
Publisher: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The most fertile ground for Islamism in the Middle East has been found in Egyp. The development of Islamism in this country was facilitated by the colonial policy of Great Britain. People were dissatisfied with the situation in Egypt, in particular, foreigners felt better about the local population in this country. This circumstance contributed to the development of Islamism and against this background, the formation of the radical terrorist Islamist organization "Muslim Brotherhood". The original purpose of this organization was to solve social problems, But the Muslim Brotherhood soon became involved in terrorist activities And accordingly formed as this type of organization. The organization of the Muslim Brotherhood became especially active after secularism was established in Egypt. From then on, the organization sought to seize control of the country's political system And for that, he does not shy away from terrorist acts. This has led to the banning of the organization for several decades. It is noteworthy that this organization laid the foundation for the rest of the terrorist organization and, moreover, it is the main ideologue of the current terrorist organizatio. In addition to the Muslim Brotherhood, other Islamist organizations have been formed in Egypt, Who then joined a terrorist organization, Alkaida.
The Muslim Brotherhood is particularly notable for its Islamist activities, political activism, and terrorist activities. The organization has been actively trying to come to power in Egypt since the last century. The Muslim Brotherhood was given a good opportunity to do so after the resignation of Hosni Mubarak. The Muslim Brotherhood really came to power, democratically, through elections. The Muslim Brotherhood has long been unable to maintain power in Egypt, They were removed as a result of the coup. The reason for all this was the development of democratic processes in Egypt and the rise of Islamists to power. For the past few years, the Muslim Brotherhood has been trying to take over the reins of political governance, but there are no conditions for that.

ისლამიზმისთვის ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის აღმოჩნდა ეგვიპტეში. ისლამიზმის განვითარებას ამ ქვეყანაში ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის კოლონიურმა პოლიტიკამ. ხალხი უკმაყოფილო იყო ეგვიპტეში არსებული ვითარებით, კონკრეტულად იმით რომ ამ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახელობაზე უფრო კარგად გრძნობდნენ თავს უცხოელები. ამ გარემოებამ შეუწყო ხელი ისლამიზმის განვითარებას და ამის ფონზე რადიკალური ტერორისტული ისლამისტური ორგანიზაციის ,,მუსლიმი ძმების“ ჩამოყალიბებას.
აღნიშნული ორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი იყო სოციალური პრობლემების მოგვარება , მაგრამ ძმები მუსლიმების ორგანიზაცია ძალიან მალე ტერორისტულ საქმიანობით დაკავდა და შესაბამისად ამ ტიპის ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
ძმები მუსლიმების ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა სეკულარიზმი ეგვიპტეში. აქედან მოყოლებული ეს ორგანიზაცია ცდილობდა ქვეყნის პოლიტიკური მართვის სადავეები ხელში აეღო და ამისთვის ტერორისტულ აქტებსაც არ ერიდება. ამან განაპირობა ის რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა აიკრძალა ქვეყანაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციამ საფუძველი დაუდო დანარჩენ ტერორისტულ ორგანიზაციას და უფრო მეტიც, ის წარმოადგენს დღემდე არსებული ტერორისტული ორგანიზაციის ძირითად იდეოლოგს.
მუსლიმი ძმების გარდა, ეგვიპტეში სხვა ისლამისტური ორგანიზაციები ჩამოყალიბდა, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაციაში, ალკაიდაში. განსაკუთრებით ისლამისტურ ორგანიზაციებიდან გამოკვეთილია თავისი საქმიანობით , პოლიტიკური აქტიურობით და ტერორისტული საქმიანობით ძმები მუსლიმები. აღნიშნული ორგანიზაცია გასული საუკუნიდან დაწყებული დღემდე აქტიურად ცდილობს, რომ მოვიდეს ეგვიპტის ხელისუფლებაში. მუსლიმ ძმებს ამისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა მიეცათ ხოსნიმ მუბარაქის გადადგომის შემდეგ. მუსლიმი ძმები მართლა მოვიდნენ ხელისუფლებაში, დემოკრატიულად, არჩევნების გზით.
მუსლიმმა ძმებმა დიდი ხანი ვერ შეინარჩუნეს ხელისუფლება, ეგვიპტეში და ისინი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოცილებული იქნა. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ეგვიპტეში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლა.
ბოლო რამდენიმე წელია ძმები მუსლიმები ისევ ცდილობენ პოლიტიკური მართვის სადავეები ხელში აღებას, მაგრამ ამისთვის არანაირი პირობები არ არსებობს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2087
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Khokhonishvili.pdfისლამიზმის გავლენა ეგვიპტის საშინაო პოლიტიკაზე და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები814.77 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

143
checked on Apr 20, 2024

Download(s)

470
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.