Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2070
Title: თავდებობა, როგორც პერსონალური უზრუნველყოფის საშუალება ნაშრომი შესრულებულია სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
Authors: დოკაძე , ნინო 
Advisor: ჭეჭელაშვილი, ზურაბ 
Degree Name: Master of Private (Business) Law
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Law 
სამართლის სკოლა 
Keywords: თავდებობა, როგორც ინსტიტუტი
სამართლებრივად მომწესრიგებელი ნორმები
თავდებობის ხელშეკრულება
შედარებით-სამართლებრივი ანალიზი
უცხო ქვეყნების კანონმდებლობა
Issue Date: 2020
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
The topic of the present work is "Guarantee as a personal provision". Accordingly, the topic will discuss the guarantee as an institution, its legally regulatory norms, case law, and will make a comparative-legal analysis of the legislation of other countries.
The Institute of Guarantee in general will be presented and discussed in the topic. As well as the problems that arise after concluding a surety agreement.
The topic r includes Introduction, seven chapters, which discuss important aspects of the guarantee agreement, conclusion, and bibliography.
Chapter I of the topic discusses the legal nature of the institution of guarantee and similar institutions of guarantee, the comparative-legal analysis of which shows the similarities and differences that they have. Chapter II discusses the form of the surety agreement, the validity of the contract, what is required for the contract to be considered genuine and duly concluded, as well as the types of surety and the subjects of the contract who are in the lead role when concluding the contract. Chapter III covers the basis of the obligation of the guarantor, the scope of his liability, his rights and discusses what underlies the obligation of the guarantor, to what extent he is responsible for his obligations, and what rights he has in this legal relationship. Chapter IV discusses the results of the guarantor's satisfaction with the creditor, discusses the consequences after the guarantor ensures the creditor's satisfaction, and as a result, what rights it derives from the principal debtor. Chapter V covers the grounds for refusal of the creditor to be satisfied by the creditors, where the cases when the guarantor may refuse to fulfill the obligation are discussed. In Chapter VI, I will discuss the termination of the contract, which will consider the various cases of termination of the contract of guarantee, when the grounds for termination of the contract are on the face of it. This may include fulfillment of the contract, expiration of the term, etc., which I will discuss in this chapter. Chapter VII includes a comparative-legal analysis of the institution of guarantee under the legislation of foreign countries, which will discuss the institution of guarantee under the legislation of the leading European countries and I will try to show similarities and differences with the Georgian legislation...

წარმოდგენილი ნაშრომის თემა არის „თავდებობა, როგორც პერსონალური უზრუნველყოფის საშუალება“. შესაბამისად ნაშრომში განხილული იქნება თავდებობა, როგორც ინსტიტუტი, მისი სამართლებრივად მომწესრიგებელი ნორმები, სასამართლო პრაქტიკა და გავაკეთებ შედარებით-სამართლებრივ ანალიზს სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ნაშრომში წარმოჩენილი და განხილული იქნება ზოგადად თავდებობის ინსტიტუტი. ასევე, პრობლემები, რომელიც თავს იჩენს თავდებობის ხელშეკრულების დადების შემდეგ.
ნაშრომი მოიცავს: შესავალს, შვიდ თავს, რომლებშიც განხილულია თავდებობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტები, დასკვნას და ბიბლიოგრაფიას.
ნაშრომის I თავში განხილულია თავდებობის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნება და თავდებობის მსგავსი ინსტიტუტები, რომელთა შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე წარმოჩენილია ის მსგავსებები და განსხვავებები, რომლებიც მათ გააჩნიათ. II თავში განხილულია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, ხელშეკრულების ნამდვილობა, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩითვალოს ნამდვილად და სათანადო ფორმით დადებულად, ასევე თავდებობის სახეები და ხელშეკრულების სუბიექტები, რომლებიც არიან მთავარ როლში ხელშეკრულების დადებისას. III თავი მოიცავს თავდების ვალდებულების საფუძველსა, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს, მის უფლებებს და განხილულია თუ რა უდევს საფუძვლად თავდების ვალდებულებას, რა ფარგლებშია იგი პასუხისმგებელი მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ და რა უფლებები გააჩნია აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში. IV თავში განხილულია თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები, განხილულია რა შედეგი დგება მას შემდეგ რაც თავდები უზრუნველყოფს კრედიტორის დაკმაყოფილებას და შედეგად რა უფლებები წარმოეშობა მას ძირითადი მოვალის მიმართ, აღნიშნულ საკითხთნ მიმართებაში განვიხილავ სუროგაციას და რეგრესის წესით ძირითადი მოვალისათვის მოთხოვნის საფუძვლებს. V თავი მოიცავს თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველს, სადაც განხილულია ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია თავდებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას. VI თავში განვიხილავ ხელშეკრულების შეწყვეტას, სადაც განხილული იქნება თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა შემთხვევები, თუ როდის არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი სახეზე. აღნიშნული შეიძლება იყოს ხელშეკრულების შესრულება, ვადის გასვლა და სხვა, რასაც განვიხილავ აღნიშნულ თავში. VII თავი მოიცავს თავდებობის ინსტიტუტის შედარებით-სამართლებრივ ანალიზს უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, სადაც განხილული იქნება თავდებობის ინსტიტუტი ევროპის წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით და ვეცდები წარმოვაჩინო მსგავსებები და განსხვავებები ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში...
URI: https://openscience.ge/handle/1/2070
Appears in Collections:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino DokaZe Samagistro.pdfთავდებობა, როგორც პერსონალური უზრუნველყოფის საშუალება ნაშრომი შესრულებულია სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად973.83 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

471
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,060
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.