Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2062
Title: ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ აფხაზეთში
Authors: აბშილავა, იზა 
Degree Name: Master of International Relations
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Humanitarian and Social Science 
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
Keywords: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია
აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები
თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა
უკანონო დაკავებები
ბორდერიზაციის პროცესის აღწერა
Issue Date: 2020
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
The research topic is to describe and identify the facts of human rights violations in the occupied territories of Georgia, in particular in Abkhazia. The current issue is very complex, which creates a number of different types of human rights violations.
The paper focuses on such important issues as: restriction of free movement, illegal detention, discrimination, prohibition of education in the mother tongue, description of the borderization process, acquaintance with the state of cultural heritage, description of the process of illegal sale and purchase of real estate, violation of children's rights. The paper is saturated with relevant literature as well as research / papers and statistics. The issue is based on official data published on the official websites of the Ministry of Foreign Affairs of Georgia, the bomber of the Autonomous Republic of Abkhazia. Evaluation of the authorities of the Autonomous Republic of Abkhazia, the representative of the Public Defender's Office, experts and analysts on both past and current events.
The study outlines the consequences for people affected by the conflict with occupational barriers and artificial barriers, lawlessness, constant fear and uncertainty in life. The presented topic answers the following questions: what is the vital impact of the so-called Closing the crossing point; What is the health status of the population; How the healthcare system in the demographic picture newspaper is assessed by the citizens living in the occupied territories; The format of the Geneva talks and the role of international organizations; what activities are being carried out to prevent serious human rights violations in the occupied territories; How effective is the policy of dialogue with Abkhazians and the Russian Federation; How do the locals appreciate the peace policy we have proudly expressed many times, the way to restore trust and reconciliation...

წარმოდგენილი ნაშრომის საკვლევი თემაეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძოდ, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღწერასა და გამოვლენას. არსებული საკითხი მეტად კომპლექსურია, რაც ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების ნაირსახეობათა მთელ რიგ ჯაჭვს.
ნამშრომში ყურადღება მახვილდებაისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ბორდერიზაციის პროცესის აღწერა, კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის გაცნობა, უძრავი ქონების უკანონოდ ყიდვა-გაყიდვის პროცესის აღწერა, ბავშვთა უფლებების დარღვევა. ნაშრომი გაჯერებულია როგორც შესაბამისი ლიტერატურით, ასევე კვლევებით/ნაშომებით და სტატისტიკური მონაცემებით. საკითხი ეყრდნობა ისეთ ოფიციალურ მონაცემებს, რომელებიც გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა დაომბუცმენის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.ნაშრომში წარმოდგენელია გალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერვიუები უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასება როგორც წარსულში მომხდარ, ასევე მიმდინარე მოვლენებზე.
კველევაში ასახულია შედეგები,რომელიც მოაქვს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისათვის საოკუპაციო მავთუხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს, უკანონობას, მუდმივ შიშსა და გაურკვევლობაში ცხოვრებას. წარმოდგენილი თემა პასუხებს შემდეგ შეკითხვებს : რა სასიცოცხლო გავლენა აქვს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვას; როგორია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა; როგორ ფასდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ იქ არსებული ჯანდაცვის სისტემა, დემოგრაფიული სურათიაფხაზეთში; ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი;რა საქმიანობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების პრევენციის მიზნით; რამდენად შედეგიანია დიალოგის პოლიტიკა აფხაზებთან და რუსეთის ფედერაციასთან; როგორ აფასებენ ადგილობრივები ჩვენ მხრიდან მრავალგზის სიამაყით წარმოთქმულ სამშვიდობო პოლიტიკას, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას...
URI: https://openscience.ge/handle/1/2062
Appears in Collections:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Iza Abshilava Samagistro.pdfადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ აფხაზეთში681.69 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

259
checked on Apr 25, 2024

Download(s)

758
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.