Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1940
Title: Voluntarily hand over the offense
დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება
Authors: kutateladze, Megi 
ქუთათელაძე, მეგი 
Advisor: იმერლიშვილი, ირაკლი 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Gori State Teaching University 
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social Sciences, Business and Law 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: დანაშაულის ჩადენაზე ხელის აღება
ნებაყოფლობითობა
Issue Date: 2019
Publisher: Gori State Teaching University 
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The offense is the basis for criminal liability. Ie illegal and guilty action provided by the criminal law. If a person has voluntarily taken the offense, he will not be held responsible. The offense can be handed over at the stage of preparation of the offense and the endless effort. It is noteworthy that a person can take the time to commit a crime. In the case of voluntary handling, if a person has actually committed a crime involved other signs of crime (such as not killing a man but damaging his body), he will be punished for actually committing. In the voluntary hand, the person must avoid the result of his active action. If a person fails to commit a criminal offense, he will be punished for crimes. The voluntary handover of the offense is also permissible by the person (for example, a shot can not be shot by a shot once and no more shot). In case of attempting to be exempt from the responsibility of the person, it is justified. "The Golden Bridge" theory. The essence lies in the following: the legislator gives the person the chance to take the initiative even to the end of the crime and to prevent the loss of legal good. Then he will not be subject to criminal liability. It should be noted here that different theories have been developed regarding voluntary handover of inactivity. 1) Theory of a separate act - a person must be punished for the crime of the crime, if he has done a good thing to achieve the result by his performance, but it has not had the desired result. Against this theory can be said that if a person is not released for a downturn, then there may be a desire to bring the crime to the end. 2) Assessment theory in the course of actions - The action only takes place when the initial action has not resulted in a criminal outcome, and the other person has no other means of achieving the result. We will be voluntarily handed over to the end of the crime when the outcome will be avoided. The voluntary hand over the norm is encouraging. The person is not released from the crime because he did not commit the offense, but because it would prevent the loss of legal good. The voluntary handover of the offense does not constitute an exemplary circumstance, but is the basis for personal release from the responsibility. We should also recall a criminal-political theory that makes a person's impunity in voluntary hand. It is also important that the theories of motivation and punishment are aimed.

დანაშაული არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ანუ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. თუ პირმა მიუხედავად აქტიური მცდელობისა დანაშაული ვერ აიცილა, დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება პირის უმოქმედობითაც დასაშვებია (მაგალითად პირმა ერთხელ გასროლით ტყვია ვერ მოარტყა და მეორედ აღარ ისროლა). დამთავრებული მცდელობის შემთხვევებში პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაბუთებულია ე.წ. „ოქროს ხიდის“ თეორიით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: კანონმდებელი პირს აძლევს შანსს , თუ მან ხელი აიღო დამთავრებული მცდელობის სტადიაზეც კი დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე და თავიდან აიცილა სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოქმედობით დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია განვითარდა. 1) ე.წ. ცალკეული აქტის თეორია – პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მდელობისათვის, თუ მან თავისი წარმოდგენით შედეგის მისაღწევად ვარგისი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ამ თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ პირი არ გათავისუფლდება დანდობისთვის, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა. 2) ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია – დასჯად ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა თავდაპირველ ქმედებას დანაშაულებრივი შედეგი არ მოჰყოლია, და ასევე პირს შედეგის მიღწევის სხვა საშუალება აღარ გააჩნდა.დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. აქვე უნდა ვახსენოთ კრიმინალ-პოლიტიკური თეორია, რომელიც ასაბუთებს ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის დაუსჯელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია წახალისებისა და სასჯელის მიზნების თეორიები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1940
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Megi Kutateladze Samagistro.pdfდანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება902.15 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

94
checked on Apr 19, 2024

Download(s)

347
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.