Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1829
Title: შრომითი რესურსები ჯანდაცვაში
Authors: ჭელიძე, შორენა 
Advisor: ქობლიანიძე, თამარი 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ჯანდაცვის მენეჯმენტი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
Faculty: ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
Keywords: შრომითი რესურსები
ადამიანური რესურსების მართვა
ჯანდაცვის შრომითი რესურსები
სამედიცინო კადრები
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა
Issue Date: 2019
Publisher: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
Abstract: 
მაღალი კომპეტენციისა და შინაგანი მოტივაციის მქონე შრომითი რესურსის არსებობა ნებისმიერი სფეროს მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, რათა ეფექტიანად იქნას შესრულებული შესაბამისი სამუშაო და მივიღოთ სათანადო შედეგი. ჯანდაცვა კი, უპიროპოდ, უპირველესია, სადაც შრომითი რესურსის მაღალკვალიფიციურობა და დაუზარელი შრომა განსაზღვრავს ამ სფეროს მუშაობის ხარისხს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიზანი, სწორედ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიღწევა და ხარისხის ამაღლებაა პერსონალის უწყვეტი განათლების ფონზე, რაც ხორციელდება შემდეგი სტრატეგიების შესაბამისად: სამედიცინო მომსახურების საბაზო პაკეტის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის მართვის დეცენტრალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულყოფა და ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, მაღალი ტექნოლოგიების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცის ამაღლება განათლების სსიტემის რეფორმებისა და დიპლომსშემდგომი განათლების, სერთიფიცირებისა და ტრენინგების გზით. სამაგისტრო ნაშრომის არსი მდგომარეობს საქართველოში ჯანდაცვის შრომითი რესურსების განვითარების თავისებურებებისა და მართვის პრობლემების შესწავლაში.
ნაშრომი შედგება შესავლისა, სამი თავის, 7 პარაგრაფისა და დასკვნებისაგან. ნაშრომის ბოლოს მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის სია. პირველ თავში განხილულია შრომითი რესურსებუს მართვის პრინციპები, მეორეში საუბარია ჯანდაცვის შრომითი რესურსებსა და სამედიცინი კადრების თეორიულ ასპექტებზე, ხოლო მესამე თავი წარმოადგერნს ჩვენს კვლევით ნაწილს.
ნაშრომში წარმოდგენილია „ეროვნული სკრინინგ ცენტრისა“ და ორი მრავალპროფილური კლინიკის „ინოვა“ და „ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო“ პერსონალისა და პაციენტების ანონიმური გამოკითხვის შედეგები. მომსახურეთა და პაციენტთა კმაყოფილების დონით შეფასებულია ამ ორგანიზაციათა მენეჯმენტის ხარისხი და დასახულია მომავალი მოქმედების სტრატეგია, რაც პირველ რიგში მეორეული სამედიცინო რგოლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდისკენაა მიმართული, ასევე მწვავედ დგას საკითხი, ზოგიერთი საექიმო სპეციალობების მიმართაც, სადაც საქართველოს ექიმი ან არ ჰყავს ან ჰყავს მეტად მცირე რაოდენობით, საგულისხმოა პერსონალის გეოგრაფიული გადანაწილების დისბალანსიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1829
Appears in Collections:ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Shorena Chelidze Samagistro.pdfშრომითი რესურსები ჯანდაცვაში2.04 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

256
checked on Apr 20, 2024

Download(s)

643
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.