Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1525
Title: გეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში
Authors: გოგოლაძე, თეონა 
Advisor: გერსამია, მარიამ 
Degree Name: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
Degree Discipline: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
პოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმი
გეითქიფინგი
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
1990 წლის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა,
პოლიტიკა, ახალი ამბები იქცა ქართული საზოგადოების განუყოფელ ნაწილად. თითქოს
საზოგადოება დამოკიდებულია პოლიტიკაზე და ყოველდღიურად საჭიროებს ახალი
ამბებიდან მიღებულ ინფორმაციას, მმართველი პოლიტიკური პარტიის ან ოპოზიციური
პარტიების შესახებ.
ეპოქაში, სადაც საზოგადოების ასეთი ინტერესია პოლიტიკური მოვლენების მიმართ,
საჭიროა ჩატარდეს იმ მოვლენების მონიტორინგი, რომლებიც მედიაში შუქდება. სწორედ
ამიტომ, სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, გავარკვიოთ პოლიტიკური პარტიების
აქტივობა და მათი მედიაში გაშუქების როგორც რიგითობა, ასევე მათთვის დათმობილი
საეთერო დრო („ფილტრის თეორიის“ ფარგლებში).
უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგაგად, მეოცე საუკუნის განმავლობაში მნიშველოვნად
გაიზარდა მედიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მედია საზოგადოებას აწვდის
უმნიშვნელოვანეს ცნობებს და ზემოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე, რადგან არსებითად
განაპირობებს წარმოდგენის შექმნასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სხვადასხვა
ნივთების, მოვლენების და ინსტიტუტების მიმართ. როგორც პოლიტიკური პარტიები იქცნენ
დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების მთავარ
ელემენტად, ასევე თავისუფალმა მედიამ დაიკავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი
თანამედროვე დემოკრატიაში. ასე რომ, დღეისათვის, განვითარებულ დემოკრატიაზე
საუბარიც კი ზედმეტია იქ, სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1525
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Gogoladze maskomi.pdfგეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიებისსაქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში991.9 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

240
checked on Apr 19, 2024

Download(s)

1,908
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.